მიუნხენის “ბაიერნისა” და გერმანიის ეროვნული ნაკრების კარის დარაჯი მანუელ ნოიერი ოპტიმისტურად შეჰყურებს ბრაზილიაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატს. ,,ბილდისთვის’’ მიცემულ მცირე ინტერვიუში გერმანელმა გამოჰყო საკუთარი ნაკრების ძლიერი მხარეები, აღნიშნა ფილიპ ლამის მრავალმხრივობა საფეხბურთო მოედანზე და იოაჰიმ ლიოვის სამწვრთნელო სტილი.
,,ლამი საოცარი მოთამაშეა, ლიოვი კი ძლიერი სპეციალისტი. მან კარგად იცის რა დროს ათამაშოს ფილიპი დაცვაში და როდის დააყენოს ნახევარმცველის პოზიციაზე. იოახიმმა არაერთხელ აჩვენა მაღალი სამწვრთნელო კლასი და ჩვენგან უმაღლესი დონის ნაკრები ჩამოაყალიბა’’.
მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე საუბრისას მან შემდეგი კომენტარი გააკეთა:
,,არ არსებობს გარანტია მუნდიალზე გამარჯვების მოსაპოვებლად, თუმცა ვფიქრობ, ამ პერიოდისთვის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ფორმის პიკში იქნებიან. ვოცნებონ ბრაზილიიდან ოქროს მედლებით დაბრუნებაზე’’– განაცხადა ნოიერმა.