პეპ გვარდიოლა, “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე, პირველ ოფიციალურ მატჩს დანაკლისით ხვდება. მიუნხენელებს, გერმანიის სუპერთასზე, მანუელ ნოიერი და ფრანკ რიბერი ვერ დაეხმარებიან.
Reuters-ის ცნობით, გერმანელმა და ფრანგმა ტრავმები “ბარსელონასთან” გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღეს. დაზიანებები სერიოზული არაა, მაგრამ გვარდიოლა გარისკვას მაინც არ აპირებს.
ნოიერისა და რიბერის გარდა, ტრავმირებულია მარიო გიოტცე, ხოლო ბასტიან შვაინშტაიგერს ფიზიკურ კონდიციებთან დაკავშირებით პრობლემები აქვს და შესაძლოა, “დორტმუნდის” წინააღმდეგ ვერც მან ითამაშოს.
გერმანიის სუპერთასისთვის ბრძოლა 27 ივლისს, თბილისის დროით 22 საათსა და 30 წუთზე გაიმართება.