რაგბის საერთაშორისო საბჭომ (IRB) ნოემბერში მრავლად დაგეგმილი ტესტ-მატჩების მომსახურე მსაჯთა ვინაობა გაახმაურა. შეგახსენებთ, რომ მომავალ თვეს საქმეში საქართველოს ეროვნულ ნაკრებსაც ვიხილავთ. “ბორჯღალოსნები” 9 ნოემბერს “დინამო არენაზე” კანადას ეთამაშებიან, 16-ში რუსთავის სტადიონზე – აშშ-ს, ხოლო 23-ში “მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე” – სამოას.
როგორც ცნობილი გახდა, IRB-მ საქართველოს თამაშებზე შემდეგი მსაჯები მოავლინა: კანადასთან მთავარი მსაჯი ლოურენს ვან დერ მერვე (სამხრეთ აფრიკა) იქნება, ასისტენტები კი – დადლი ფილიპსი (ირლანდია) და ვლად იორდანესკუ (რუმინეთი).
აშშ-სთან რეფერი – მაიკ ფრეისერი (ახალი ზელანდია), ასისტენტები – იან დევისი (უელსი) და კიდევ ერთი უელსელი არბიტრი, რომლის ვინაობაც მოგვიანებით გაირკვევა. სამოასთან მთავარი მსაჯი – რომაინ პუატიე (საფრანგეთი), ასისტენტები – ენდრიუ მაკმენემი (შოტლანდია), ვლად იორდანესკუ (რუმინეთი).
2013 წლის ნოემბრის ტესტ-მატჩები
2 ნოემბერი
იაპონია – ახალი ზელანდია (ტოკიო)
ინგლისი – ავსტრალია (ლონდონი)
3 ნოემბერი
კანადა – ახალი ზელანდიის მაორები (
9 ნოემბერი
ინგლისი –
შოტლანდია – იაპონია (ედინბურგი)
იტალია – ავსტრალია (ტურინი)
პორტუგალია –
უელსი – სამხრეთ აფრიკა (კარდიფი)
ირლანდია – სამოა (დუბლინი)
საფრანგეთი – ახალი ზელანდია (პარიზი)
რუმინეთი –
საქართველო – კანადა (
ჩილე – ესპანეთი (
აშშ – ახალი ზელანდიის მაორები (ფილადელფია)
15 ნოემბერი
რუსეთი – იაპონია (უელსი)
საფრანგეთის ბარბაროსები – სამოა (კლერმონი)
16 ნოემბერი
ინგლისი – ახალი ზელანდია (ლონდონი)
უელსი –
იტალია –
ირლანდია – ავსტრალია (დუბლინი)
საფრანგეთი –
საქართველო – აშშ (
რუმინეთი – კანადა (ბუქარესტი)
ურუგვაი – ესპანეთი (
17 ნოემბერი
შოტლანდია – სამხრეთ აფრიკა (ედინბურგი)
22 ნოემბერი
უელსი –
23 ნოემბერი
საქართველო – სამოა (
იტალია –
პორტუგალია – კანადა (ლისაბონი)
ესპანეთი – იაპონია (მადრიდი)
შოტლანდია – ავსტრალია (ედინბურგი)
რუმინეთი –
საფრანგეთი – სამხრეთ აფრიკა (პარიზი)
რუსეთი – აშშ (ლონდონი)
24 ნოემბერი
ირლანდია – ახალი ზელანდია (დუბლინი)
30 ნოემბერი
ბარბაროსები –
უელსი – ავსტრალია (კარდიფი)