რაგბი

0:16 | 13.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნოემბრის ტესტების მოლოდინში

2015 წლის მსოფლიო თასისათვის მოსამზადებლად, მიმდინარე წლის ნოემბერში, მეორე დონის სარაგბო ქვეყნები ჯამში 22 ტესტს გამართავენ: სამოა, ფიჯი, ტონგა, რუსეთი, აშშ, კანადა, რუმინეთი, იაპონია, ურუგვაი, პორტუგალია, საქართველო, ჩილე, ბრაზილია და ესპანეთი ოკეანეთის სამ გუნდს დაუპირისპირდებიან.

ნოემბრის ტესტების ფარგლებში მოხდება ოკეანეთის ორი გუნდის ისტორიული ვიზიტი – სამოა საქართველოს ესტუმრება, ხოლო ტონგა – რუმინეთს. გარდა ამისა, პორტუგალიის ნაკრები სან პაულოში ბრაზილიას ესტუმრება და ამ ქვეყნის გუნდს პირველად დაუპირისპირდება.

2019 წლის მსოფლიო თასის მასპინძელი იაპონია,  ნოემბრის სატესტო ფანჯრის ფარგლებში, ევროპაში გამგზავრებამდე, სადაც შოტლანდიას, რუსეთსა და ესპანეთს გაეჯიბრება, შინ, ტოკიოში ახალზელანდირ “ოლ ბლექსს” უმასპინძლებს.

აღნიშნულ მოვლენებს IRB-ის თავმჯდომარე ბერნარ ლაპასე ასე გამოეხმაურა: “ეს, მსოფლიო მასშტაბით, სარაგბო თვალსაზრისით შესანიშნავი პერიოდია. რაგბის მსოფლიო თასის მიმდინარე კომერციული წარმატებების გათვალისწინებით, რაგბის საერთაშორისო საბჭოსათვის შესაძლებელი გახდა თამაშში სარეკორდო ოდენობის თანხების ინვესტირება.

2012 წლის ნოემბრის და 2013 წლის ივნისის პროგრამის ფარგლებში ჩვენ უამრავი დაძაბული მატჩის მომსწრენი გავხდით. თავისუფლად შეიძლება იმის თქმა, რომ მეორე დონის ქვეყნებმა თამაშის ხარისხი მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს. მაგალითისათვის, სამოამ უელსი, შოტლანდია და იტალია დაამარცხა, ტონგამ შოტლანდიას სძლია, ხოლო იაპონიამ კი ისტორიაში პირველად შეძლო უელსის ნაკრების დაჯაბვნა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მე თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ნოემბრის ტესტ-სერიის ფარგლებში საკმაოდ ბევრი დაძაბული და საინტერესო მატჩები გველის”.

დატვირთული ივნისის გრაფიკის გათვალისწინებით, 2013 წელი თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს უპრეცენდენტო წლად მეორე დონის ქვეყნებისათვის – წყნარი ოკეანის “ერთა თასს” დაემატნენ კანადის და აშშ-ს ნაკრებები. ივნისში საქართველოში დასაბამი დაედო IRB თბილისის თასს, სადაც მასპინძლებმა ურუგვაის ეროვნული ნაკრები და სამხრეთი აფრიკისა და ირლანდიის განვითარებადი სანაკრებო გუნდები მიიღეს.

რაგბის მსოფლიო თასის, როგორც ერთ-ერთი გლობალური ბრენდის წარმატებამ, რაგბის საერთაშორისო საბჭოს შესაძლებლობა მისცა ნოემბრის და ივნისის ფანჯრების ფარგლებში, მეორე დონის ქვეყნებისთვის უპრეცენდენტო ყოველწლიური მატჩების განრიგი დაეწესებინა.

“ნოემბრის ტესტებს უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია იმ რაგბის კავშირების განვითარებაში, რომლებიც IRB-ის მიერ აღიარებულნი არიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული ინვესტირების პროგრამის მონაწილეებად”, - განაცხადა რაგბის საერთაშორისო საბჭოს საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარე მარკ იგანმა.

“ეს მსოფლიო სარეიტინგო მატჩები მწვრთნელებისათვის შესაძლებელს გახდის მორაგბეთა შეფასება კონკურენტუნარიან გარემოში მოახდინონ. გარდა ამისა, ეს IRB-ს შესაძლებლობას მისცემს მეორე დონის მოწინავე ქვეყნების სათამაშო პროგრესი შეაფასოს, როგორც ერთმანეთის წინააღმდეგ მატჩებში, ასევე პირველი დონის ქვეყნების ნაკრებებთან დაპირისპირებაში.

ჩვენ ასევე ვმუშაობთ იმაზე, რომ ისეთ ქვეყნებს, როგორიც ნამიბიაა, მიეცეთ რიგი ტესტ-მატჩების ჩატარების საშუალება და ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში დამატებით ნოემბრის რამოდენიმე ტესტს გამოვაქვეყნებთ”.

რაგბის საერთაშორისო საბჭო ყოველწლიურად 10.5 მილიონ ფუნტზე მეტ ინვისტიციას ახორციელებს სანაკრებო პროგრამებში და მეორე დონის ქვეყნებისათვის გამასმართი მატჩებისთვის.

IRB ასევე განაგრძობს ახლადდაფუძნებული და წარმატებული ტურნირების დაფინანსებას, როგორებიც არის IRB წყნარი ოკეანის ერთა თასი, ამერიკის კონტინენტური სარაგბო ჩემპიონატი, IRB ერთა თასი და IRB თბილისის თასი.

 

"ბორჯღალოსნების" ნოემბრის ტესტები და სტატისტიკა

9 ნოემბერი, 2013

საქართველო – კანადა 

 

16 ნოემბერი, 2013

საქართველო - აშშ

 

23 ნოემბერი, 2013

საქართველო - სამოა

2013 წლის ნოემბრის ტესტები

გუნდი

საქართველო

კანადა

აშშ

სამოა

თიკუნი

ბორჯღალოსნები

ნეკერჩხლები

არწივები

გულადები

კვართი

წითელი|თეთრი

 წითელი|შავი

წითელი|ლურჯი

ლურჯი

რეიტინგი

6766 (16)

7155 (15)

6604 (18)

8042 (7)

ზიარება

1959

1864

1875

1920

კავშირი

1966

1974

1975

1924

ნაკრები

1989

1932

1912

1924

აღიარება

1992

1987

1987

1988

მსოფლიო

12: 2-10 (3)
2003-2011

25: 7-16*2 (7)
1987-2011

21: 3-18 (6)
1987-2011 #1995

24: 11-13 (6)
1991-2011

ბალანსი

=

1-2

1-2

0-1

 

 

10:42 (2009 დენვერ)

13:31 (2009 დენვერ)

9:46 (2003 პერთ)

 

 

22:15 (2010 ეროვნული)

19:17 (2010 ეროვნული)

 

 

 

12:31 (2012 ვანკუვერ)

20:36 (2012 დენვერ)

 

სამოა

სამოა რეიტინგის მოწინავე რვა საუკეთესოთა შორის არის და 2015 წლის მსოფლიო თასზე მეორე დონეზე განითესა.

“მანუს” ბირთვი ბრიტანეთში, საფრანგეთსა და ახალ ზელანდიაში მოღვაწეობს.

სამოა 2010 და 2012 წლებში “წყნარი ოკეანის თასის” ჩემპიონი იყო, წელს კი, სამხრეთ აფრიკაში, “ქასლ ლაგერის თასზე” სძლია შოტლანდიას, იტალიას და მეორე ადგილი დაიკავა.

“მანუ” წინა საუკუნეში მსოფლიო თასზე ორჯერ (1991 და 1995) გავიდა მეოთხედფინალში.

სამოას შვიდკაცამ 2010 წელს მოიგო მსოფლიო სერია და მუდამ ლიდერთა შორისაა.

2011 წლის ივნისში IRB მსოფლიო 20 წლამდელთა ალაფის ფარგლებში თბილისში გვესტუმრა მანუ სამოას ახალგაზრდული ნაკრები, რომელმაც აღნიშნულ გათამაშებაში პირველი ადგილი დაიკავა.

გუნდი თამაშის წინ ასრულებს მისალმებას, რომელსაც ჰქვია “სივა ტაუ”.

კანადა

კანადა რაგბს მე-19 საუკუნეში ეზიარა, მაგრამ ბრიტანული თამაში მოექცა მისგანვე გამოყოფილი, ადგილობრივი ბურთაობის ჩრდილში და რაგბის კავშირად 100 წლის შემდეგღა გაფორმდა.

პირველი სარაგბო მატჩი 1864 წელს, მონრეალში სამხედროებს შორის გაიმართა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ რაგბი ქვეყანაში სწრაფად განვითარდა.

საზღარგარეთ მყოფი კანადელ სამხედრო მოსამსახურეთა გუნდი 1919 წელს სტუმრად ეთამაშა ინგლისის, სამხრეთ აფრიკის, ახალი ზელანდიის და ავსტრალიის წარმომადგენლებს.

1929 წელს შეიქმნა კანადის რაგბის კავშირი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თითქმის სრულად დაიშალა. 1974 წელს კანადის რაგბის კავშირს “რაგბი კანადა“ დაერქვა და მას შემდეგ ქვეყნის ნაკრებმა შვიდივე მსოფლიო თასზე მიიღო მონაწილეობა, ხოლო 1991 წლის ინგლისში გამართულ მსოფლიო თასზე მეოთხედფინალში გავიდა.

აშშ

ჩრდილოელი მეზობლების მსგავსად, აშშ-ში რაგბი მე-19 საუკუნეში შევიდა, მაგრამ მას შემდეგ, ისევ ადგილობრივი თამაშობების გამო, დამსახურებული პოპულარობა ვერ ჰპოვა. ამერიკის შეერთებული შტატების რაგბის კავშირი 1975 წელს დაარსდა.

1987 წელს აშშ-ს რაგბის კავშირი  IRB-მ ახალ ზელანდიაში მსოფლიო თასის პირველ გათამაშებაზე მიიწვია, რის შემდეგაც აშშ-ს რაგბის კავშირი IRB-ს წევრი გახდა.

ეროვნულ ნაკრებს “არწივები“ ჰქვია. ქვეყნის ნაკრებმა გამართული შვიდი მსოფლიო თასიდან ექვსში მიიღო მონაწილეობა.

www.rugby.ge

0.143357