ყუბანის “ლოკომოტივის” ფორვარდი დერიკ ბრაუნი ევროლიგის ნოემბრის თვის საუკეთესო მოთამაშე გახდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უმთავრესი ევროპული საკალათბურთო ტურნირის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.
გასულ თვეში რუსულმა კლუბმა ოთხივე მატჩი მოიგო და მათგან სამში ამერიკელი კალათბურთელი ყუბანელთა ბომბარდირი ხდებოდა, ამას გარდა, მოხსნებში, პასებსა და ბლოკ-შოტებში მე-2 გახლდათ. ბრაუნის საშუალო მონაგარი 18 ქულა იყო, რაც მთელს ევროლიგაში მე-4 მაჩვენებელია.
ისიც ვთქვათ, რომ “ლოკომოტივმა” ტოპ-16-ის საგზური ვადაზე ადრე მოიპოვა.