სხვა

13:12 | 19.03.2010 | ნანახია [] - ჯერ

ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნას პატივს კიდევ ერთხელ მიაგებენ

ვანკუვერის 2010 წლის XXI ზამთრის ოლიმპიური თამაშები საქართველოსთვის ტკივილიან მოგონებად რჩება. 12 თებერვალს, თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონიალამდე რამდენიმე საათით ადრე, უისტლერის საციგაო ტრასაზე მომხდარი საშინელი ტრაგედია, რამაც ქართველი სპორტსმენის ნოდარ ქუმარიტაშვილის სიცოცხლე შეიწირა, ვანკუვერის ოლიმპიადას მუდამ შავ ლაქად გაჰყვება.
23 მარტს 40 დღე სრულდება, რაც ქართველი მოციგავე ჩვენთან ერთად აღარ არის. ამასთან დაკავშირებით, ნოდარ ქუმარიტაშვილის მშობლიურ ბაკურიანში ჩასვლას და მისი ხსოვნისადმი კიდევ ერთხელ პატივის მიგებას აპირებენ სპორტის ამ სახეობის ეროვნულ ფედერაციათა ხელმძღვანელები ავსტრიიდან, ლატვიიდან და უკრაინიდან, ასევე საციგაო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი იოზეფ ფენდტი და ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი პატრიკ ჰიკი. არ არის გამორიცხული, უცხოელ სტუმართა რაოდენობა კიდევ გაიზარდოს.


 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095732