კალათბურთი

11:45 | 10.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნოა მსოფლიოს ჩემპიონატზე არ ითამაშებს

ფრანგმა ცენტრმა ჟოაკიმ ნოამ, რომელიც “ჩიკაგო ბულსში” ქართველი თორნიკე შენგელიას თანაგუნდელია, აღნიშნა, რომ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების მაისურით თამაშს არ აპირებს.

“ჩემი თანაგუნდელების მიმართ უსამართლოც კი იქნებოდა, რომ ახლა “ჩიკაგოს” გარდა, სხვა რამეზე ვიფიქრო. ვფიქრობ, ნბა-ს მოთამაშეებზე საშინელი დატვირთვა მოდის. მთელი წლის განმავლობაში დასვენების გარეშე ასპარეზობა შეუძლებელია. ამდენად, წლეულს ნაკრებში ნამდვილად აღარ ვითამაშებ”, - განაცხადა ნოამ.

0.119952