საოცარი ტურნირია მართლაც პრემიერლიგა. ყოველ ტურში ისეთი საინტერესო ამბები ხდება, კარგ ბლოკბასტერებსაც რომ აჯობებდა. აბა, ვნახოთ: “მანჩესტერ იუნაიტედმა” ზედიზედ მეორედ წააგო, დამარცხდა “ჩელსიც,” სამაგიეროდ “ლივერპულმა” ისევ ფანტასტიკური თამაში აჩვენა და კვლავ დიდი ანგარიშით გაიმარჯვა. თუმცა კაპიტანი ჯერარდი დაუშავდათ და ამან მათ სიხარულს დაღი დაასვა.
“მანჩესტერ იუნაიტედმა” წინა ტურში “ევერტონთან” წაგო და ვინ წარმოიდგენდა, რომ ამჯერადაც ისევ უქულოდ დარჩებოდა. მართალია, “ეშმაკუნებს” ტრავმის გამო მაიკლ კერიკი, ხოლო დისკვალიფიკაციის მიზეზით უეინ რუნი არ ჰყავდათ, რობინ ვან პერსიც ვერ არის ჯერ ისეთ ფორმაში, რომ ძველებურად იბურთავოს, მაგრამ მაინც. აბა, გაიხსენეთ, ბოლოს როდის დამარცხებულა ლეგენდარული “იუნაიტედი” ზედიზედ ორჯერ?
Gგოლი იოან კაბაიემ გაიტანა. მერე ვან პერსიმაც შეაგდო, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა.
“ლივერპულმა” ისევ გაიბრწყინა, თუმცა სუარესი ამჯერად ისეთი კაშკაშა აღარ ყოფილა, როგორც წინა ტურში. “ენფილდზე” ყველა ელოდა ერთ დროს “წითლების” ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის, ენდი კეროლის გამოჩენას. ტრავმის შემდეგ ის თითქმის მზად არის სათამაშოდ, მაგრამ ამაოდ. ბრენდან როჯერსის შეგირდებმა აშკარად აჯობეს ლონდონელებს და ცხრილში ისევ მეორე ადგილზე დაბრუნდნენ, მაგრამ ერთი უსიამოვნო ამბავი შეემთხვათ, სტივენ ჯერარდი იძულებული გახდა მინდორი 56-ე წუთზე დაეტოვებინა, თეძოს კუნთი დაიზინა: “უახლოეს 48 საათში შევიტყობთ სტივენის ტრავმის სირთულის ხარისხს, - თქვა შემდეგ როჯერსმა, - მან ტკივილი იგრძნო თეძოს არეში და თამაში ვეღარ გააგრძელა, მაგრამ ვიმედოვნებთ, ეს მხოლოდ მცირედი კუნთის დაჭიმულობა იქნება და არა სერიოზული ტრავმა.”
წააგო “ჩელსიმ.” სტოკის “ბრიტანიაზე” კი მაყურებელმა ხუთი გატანილი გოლი იხილა. დუბლი მიითვალა ანდრე შურლემ, ხოლო ინგლისის ნაკრების ყოფილმა შემტევმა, 32 წლის პიტერ კრაუჩმა წლევადელ სეზონში მეორედ გაიტანა.
მოიგო “ტოტენჰემმაც” და ჩანს, ანდრე ვილაშ-ბოაშს გადაყენების საფრთხე აღარ დაემუქრება.
მანჩესტერი – ნიუკასლი 0:1 (0:0)
მანჩესტერი. “ოლდ ტრეფორდი.” 75 233
მანჩესტერი: დე ხეა, ვიდიჩი, ევრა, ევანსი, რაფაელი (ვალენსია 77), ჯონსი, ნანი (ზაჰა 68), კლევერლი (ანდერსონი 69), იანუზაი, ვან პერსი, ერნანდესი
მწვრთნელი: დევიდ მოიესი
ნიუკასლი: კრული, კოლოჩინი, დებიუში (იანგა-მბივა 83), უილიამსონი, სანტონი, კაბაიე (შოლა ამეობი 78), ტიოტე, სისოკო, ანიტა, რემი, გუფრანი (ბენ არფა 57)
მწვრთნელი: ალან პარდიუ
გოლი: 0:1 კაბაიე (61)
გაფრთხილება: კაბაიე (9), ანიტა (90+1)
მსაჯი: ანდრე მარინერი
ბურთის ფლობა: 47%-53%, დარტყმა: 4(4)-3(6), ჯარიმა: 11-17, კუთხური: 4-4, თამაშგარე: 2-3, სეივი: 2-4
კრისტალ პალასი – კარდიფ სიტი 2:0 (1:0)
ლონდონი. “სელჰერსტ პარკი.” 23 705
კრისტალ პალასი: სპერონი, გაბიდონი, დელანი, მოქსი (მარიაპა 25), უარდი, იედინაკი, დიკხაცოი, პანჩონი, ბენანი (ო’კიფი 84), შამახი, ჯერომი
მწვრთნელი: ტონი პულისი
კარდიფ სიტი: მარშალი, ტერნერი, თეოფილე კატრინი, კოლკერი, ჯონი, უითინგემი, კოუვი (ნუნი 46), მედელი, მატჩი, ბო-კიუნგ კიმი (ოდემვინგიე 60), კემპბელი (კორნელიუსი 69)
მწვრთნელი: მალკი მაკაი
გოლები: 1:0 ჯერომი (6), 2:0 შამახი (58)
გაფრთხილება არ ყოფილა
მსაჯი: მაიკ ჯონსი
ბურთის ფლობა: 58%-42%, დარტყმა: 3(8)-2(6), ჯარიმა: 9-12, კუთხური: 8-3, თამაშგარე: 2-1, სეივი: 2-3
ლივერპული – Kვესტ ჰემი 4:1 (1:0)
ლივერპული. “ენფილდი.” 44 781
ლივერპული: მინოლე, ჯონსონი, შკრტელი, სახო, ფლანაგანი (კელი 78), ჯერარდი (ლუკას ლეივა 56), ალენი, ჰენდერსონი, ფილიპე კოუტინიო, სტერლინგი (მოზესი 71), სუარესი
მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი
ვესტ ჰემი: იასკელაინენი, დემელი, მაკარტნი, კოლინზი, ტომკინსი (ო’ბრაიანი 56), დაუნინგი (ჯო კოული 46), ნოლანი, ნოუბლი, ჯერვისი (ტეილორი 85), დიამე, მაიგა
მწვრთნელი: სემ ელარდაისი
გოლები: 1:0 დემელი (ს.კ. 42), 2:0 სახო 47), 2:1 შკრტელი (ს.კ. 66), 3:1 სუარესი (81), 4:1 ო’ბრაიენი (ს.კ. 84)
გაფრთხილება: ჯო კოული (75), დემელი (82), კოლინზი (90+1)
გაძევება: ნოლანი (82)
მსაჯი: მაიკლ ოლივერი
ბურთის ფლობა: 61%-39%, დარტყმა: 7(12)-2(3), ჯარიმა: 6-13, კუთხური: 8-4, თამაშგარე: 2-1, სეივი: 0-4
საუთჰემპტონი – სიტი 1:1 (1:1)
საუთჰემპტონი. “სენტ მერის სთედიუმი.” 31 229
საუთჰემპტონი: გასანიგა, ჟოზე ფონტე, ლოვერნი, შოუ, დევისი (რიდი 90), ლალანა (რამირესი 85), კორკი, უარდ-პროუსი, ჩემბერსი, როდრიგესი, ოსვალდო (ლამბერტი 77)
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო
სიტი: პანტილიმონი, კომპანი, დემიკელისი, საბალეტა, კოლაროვი, ნასრი, მილნერი (ხავი გარსია 62), იაია ტურე (ჯეკო 79), ფერნანდინიო, აგუერო, ნეგრედო (ხესუს ნავასი 62)
მწვრთნელი; მანუელ პელეგრინი
გოლები: 0:1 აგუერო (10), 1:1 ოსვალდო (42)
გაფრთხილება: ნასრი (78), აგუერო (90+3)
მსაჯი: ენტონი ტეილორი
ბურთის ფლობა: 50%-50%, დარტყმა: 3(9)-3(8), ჯარიმა: 5-9, კუთხური: 5-4, თამაშგარე: 6-2, სეივი: 2-3
სტოკი – ჩელსი 3:2 (1:1)
სტოკი. “ბრიტანია.” 25 154
სტოკი: ბეგოვიჩი, შოუქროსი, უილსონი, კამერონი, მუნიესა, ადამი (აირლენდი 18), ველანი (პალასიოსი 86), ნ’ზონზი, კრაუჩი, უოლტერსი (ასაიდი 84), არნაუტოვიჩი
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი
ჩელსი: ჩეხი, ტერი, კეჰილი, ივანოვიჩი, ასპილიკუეტა, ობი მიკელი (ლამპარდი 70), რამირესი, აზარი, ფერნანდო ტორესი (ბა 59), მატა, შურლე (ეტო’ო 70)
გოლები: 0:1 შურლე (9), 1:1 კრაუჩი (42), 2:1 აირლენდი (50), 2:2 შურლე (53), 3:2 ასაიდი (90)
გაფრთხილება: კრაუჩი (80), უოლტერსი (83), ასაიდი (90), აირლენდი (90+1); ტერი (85)
მსაჯი: ჯონათან მოსი
ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 0(2)-3(4), ჯარიმა: 14-8, კუთხური: 5-2, თამაშგარე: 2-0, სეივი: 4-0
ვესტ ბრომვიჩი – ნორვიჩი 0:2 (0:1)
ვესტ ბრომვიჩი. “ჰოუთორნსი.” 23 675
ვესტ ბრომვიჩი: მაიჰილი, რიჯუელი, ლუგანო, ჯონსი, მაკოლი, ამალფიტანო (ბერაინო 46), სესენონი, მულუმბუ, იაკობი, ბრანტი, ანიჩებე (ვიდრა 81)
მწვრთნელი: სტივ კლარკი
ნორვიჩი: რადი, ვიტაკერი (მარტინი 90), ოლსონი, ტერნერი, ბასონგი, ფერი, ჰაუსონი, ჯონსონი, რედმონდი, ელმანდერი (მერფი 76), ჰუპერი (ბეკიო 90)
მწვრთნელი: კრის ჰოუტონი
გოლები: 0:1 ჰუპერი (13), 0:2 ფერი (89)
გაფრთხილება: ბრანტი (27); ვიტაკერი (53), რადი (74), მერფი (78)
მსაჯი: მარკ კლატენბურგი
ბურთის ფლობა: 53-47%, დარტყმა: 11(5)-2(2), ჯარიმა: 10-5, კუთხური: 10-3, თამაშგარე: 1-0, სეივი: 1-11
სანდერლენდი – ტოტენჰემი 1:2 (1:1)
სანდერლენდი. “ლაითი.” 37 963
სანდერლენდი: მანონე, ბრაუნი, ო’ში, ბერდლი, ჩელუსტკა (ჯაკერინი 77), ჯონსონი (ბორინი 66), ლარსონი, სუნგ-იონგ კი, კოლბექი (კატერმოლი 67), ფლეტჩერი, ალტიდორე
მწვრთნელი: გუსტავო პოიეტი
ტოტენჰემი: ლორისი, დოუსონი, ნოგტონი, უოლკერი, ლენონი, დემბელე (სანდრო 73), პაულინიო, კაპო, შადლი (სიგურდსონი 84), ჰოლტბი (თაუნსენდი 79), დეფო
მწვრთნელი; ანდრე ვილაშ-ბოაში
გოლები: 1:0 ჯონსონი (37), 1:1 პაულინიო (43), 1:2 ო’ში (ს.კ. 50)
გაფრთხილება: ჩელუსტკა (39), ალტიდორე (87)
მსაჯი: ლი მეისონი
ბურთის ფლობა: 43%-57%, დარტყმა: 1(2)-3(5), ჯარიმა: 9-4, კუთხური: 0-7, თამაშგარე: 0-0, სეივი: 3-3
ბომბარდირები:
14 – ლუის სუარესი (“ლივერპული”)
12 – სერხიო აგუერო (“სიტი”)
9 – დენიელ სტარიჯი (“ლივერპული”)





