ინგლისურმა “ნიუკასლმა” 23 წლის ჰოლანდიელი თავდამსხმელის, ლუკ დე იონგის ტრანსფერი დაადასტურა.
“კაჭკაჭების” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, “გლადბახის” ფეხბურთელი ინგლისურ გუნდში იჯარის წესით ითამაშებს. კლუბებს შორის არსებული შეთანხმება გამოსყიდვის უფლებასაც ითვალისწინებს.
დე იონგი, რომელიც “ნიუკასლში” 18 ნომრით ითამაშებს, “გლადბახში” 2012 წელს, “ტვენტედან” გადავიდა. გერმანული გუნდის მაისურით მან 45 შეხვედრა ჩაატარა და 8 გოლი მეტოქის, ხოლო 1 საკუთარ კარში გაიტანა. ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში, 23 წლის ფეხბურთელი შეცვლაზე 13-ჯერ შევიდა და თავის გამოჩენა ვერცერთხელ მოახერხა. დე იონგის აქტივში 7 სანაკრებო თამაში და ერთი გოლიცაა.