ფეხბურთი

18:03 | 12.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

"ნიუკასლმა" კაბელია დაიმატა

 

ფრანგული გამოცემა  L'Equipe-ის თანახმად, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და "მონპელიეს" შემტევი ნახევარმცველი რემი კაბელია კარიერას ინგლისში, "ნიუკასლის" შემადგენლობაში განაგრძობს.

ფრანგული კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა ლორან ნიკოლინიმ განაცხადა, რომ კაბელიას ტრანსფერი ჯერ მხოლოდ 90%-ითაა გადაწყვეტილი და კლუბები ბონუსებზე უნდა შეთანხმდნენ. შეგახსენებთ, რომ პირველი შეთავაზების მიხედვით, "კაჭკაჭები" ფრანგში 8 მილიონს იხდიდნენ, თუმცა უარი მიიღეს. ბოლო ინფორმაციით, კაბელია "ნიუკასლში" 10 მილიონ ევროს სანაცვლოდ გადავა და 4+2 სისტემის კონტრაქტს გააფორმებს.

ლიგა ერთის გასულ სეზონში, 24 წლის შემტევმა ნახევარმცველმა 40 შეხვედრა ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა. თანაგუნდელებს კი საგოლე გადაცემა 7-ჯერ გაუკეთა. დიდიე დეშამმა ფლეიმეიქერი მუნდიალზე კი წაიყვანა, თუმცა კაბელია სათადარიგოთა სკამიდან ერთხელაც არ წამომდგარა.

გიორგი ბალახაძე

0.114154