უცნაური ამბავი შეემთხვა “ნიუკასლის” სპორტულ დირექტორს, ჯო კინეირს, რომელიც კლუბის სკაუტის მოვალეობასაც ხშირად ასრულებს.
29 ოქტომბერს, კინეირი “ბირმინგემსა” და “სტოკს” შორის ლიგის თასზე გამართულ თამაშს დაესწრო. მას მასპინძელი გუნდის ახალგაზრდა მცველის, შეინ ფერგიუსონის თამაში მოეწონა. როდესაც სპორტულმა დირექტორმა კლუბის ხელმძღვანელობასთან ფერგიუსონის ტრანსფერის განხორციელებაზე საუბარი დაიწყო, შეიტყო, რომ 22 წლის უკახანზელი “ბირმინგემში” სწორედ “ნიუკასლიდანაა” განათხოვრებული.
შეინ ფერგიუსონი “ნიუკასლის” ახალგაზრდულ გუნდში 2007-09 წლებში თამაშობდა. 2009-2013 წლებში, მან “კაჭკაჭების” პირველი გუნდის მაისურით 32 თამაში ჩაატარა. გასული სეზონის მე-2 ნახევრიდან, ახალგაზრდა ფეხბურთელი “ბირმინგემშია” განათხოვრებული.







