“ნიუკასლის” მთავარმა მწვრთნელმა ალან პარდიუმ ერთ-ერთ ინტერვიუში დაადასტურა, რომ პირველ ყოვლისა თავდასხმის გაძლიერება სურს და სატრანსფერო სეზონზე კლუბის ხელმძღვანელობა კარგი ფორვარდების შესაძენად იმუშავებს.
“შეტევაში ყველაზე მეტად გვიჭირს და ამ პრობლემის მოგვარებას აუცილებლად შევეცდებით. შოლა ამეობის კონტრაქტის ვადა ეწურება, ხოლო ლოიკ რემი ჩვენ არ გვეკუთვნის, “ქუინზ პარკ რეინჯერსისგან” ვინათხოვრეთ. გვრჩება მხოლოდ პაპის სისე და მარტო მის იმედად ყოფნით შორს ვერ წავალთ. სწორედ თავდამსხმელები უნდა დავიმატოთ” – უთხრა პარდიუმ Goal.com-ს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რემი გამოისყიდონ, გუფრანი ყავთ, ობერტანი, ორი სჰემტევი ყავთ კიდე, მარვო და ბენ არფა, მეტი რაღათ უნდათ?
სისე რამ გააყიდინათ ამ სულელებს
სისე არ გაუყიდიათ.