ფეხბურთი

11:08 | 11.10.2013 | ნანახია NaN - ჯერ

“ნიუკასლი” რიჩარდსით დაინტერესდა

“მანჩესტერ სიტის” მცველი მიკა რიჩარდსი “ნიუკასლის” ინტერესთა სფეროში მოექცა.

Goal-ის ინფორმაციით, “კაჭკაჭებმა” “ქალაქელებს” 25 წლის ფეხბურთელის შეძენის წინადადებით უკვე ოფიციალურად მიმართეს. თუმცა, “სიტის” თავკაცებს მათ შეთავაზებაზე ჯერ პასუხი არ გაუციათ.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე, მანჩესტერელებმა რიჩარდსის ტრანსფერი 15 მილიონ ევროდ შეაფასეს, მაგრამ მთავარი მწვრთნელის ცვლილებამ, კლუბისა და ფეხბურთელის გეგმები შეცვალა და მცველიც გუნდში დარჩა. მიუხედავად ამისა, ის მანუელ პელეგრინის შერჩეულ ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება. მიმდინარე სეზონში ინგლისის პრემიერლიგაში ჯერაც არ უთამაშია და კვლავ წასვლაზე დაფიქრდა.  

ხელშეკრულებას, რომლის თანახმად რიჩარდსი “სიტიში” კვირაში 60 ათას გირვანქა სტერლინგს იღებს, ვადა ორი წლის შემდეგ ეწურება.

 


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:28 | 06.09.2016
BEERTRANCE (97819)

ქალებმაც და კაცებმაც 3.5 - 0.5 ანგარიშით მოიგენ. წარმატებები, იმედია მოგებებით გააგრძელებენ.

19:27 | 06.09.2016
zirzikichi (2952)

ბადურამ დაათავრა უკვე ბრავო ბადურ!! მეორე სუპერგროსი დადო ბეჭებზე...

19:26 | 06.09.2016
zirzikichi (2952)

კარგი ტურია დღესაც ჩვენებისთვის, ქალებში ჯავახიშვილმა და ბაციაშვილმა მოიგო, ძაგნიძე ფრე, ხოტენაშვილი მოიგებს ალბათ. კაცებში ფანცულაიამ მოიგო, სანიკიძესთან ფრე იქნება ალბათ, გელაშვილი მოგებაზე თამაშობს ვნახოთ რა გამოუვა, ბადურა კი უსრულებს სუპერგროსს და ალბათ მიიყვანს ბოლომდე თავის პარტიას. ბადურა და ფანცულაია მაგრად ასრულებენ!

10:01 | 06.09.2016
BEERTRANCE (97819)

წარმატებები,

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.098977