ფეხბურთი

23:12 | 27.07.2014 | ნანახია 1469 - ჯერ

“ნიუკასლი” ლაკაზეტს არ ეშვება

როგორც “მსოფლიო სპორტმა” უკვე გაუწყათ, “ნიუკასლ იუნაიტედი” “ლიონიდან” ალექსანდრ ლაკაზეტის შეძენას ცდილობს

გუშინ L’Equipe–მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ინგლისელებმა “ლიონს” კონკრეტული წინადადებით მიმართეს. უცნობია, რა თანხაზეა საუბარი, მაგრამ ამავე გამოცემის ცნობით, ფრანგულმა მხარემ აღნიშნული შეთავაზება დაბლოკა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ “ლიონმა” ლაკაზეტს ფასი დაადო და განაცხადა, რომ ახალგზარდა შემტევი 20 მილიონი ევრო ღირს.

23 წლის ლაკაზეტმა ლიგა 1-ს გასულ გათამაშებაში 36 მატჩი ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა.

ლევან გოგოტიშვილი


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:43 | 31.03.2013
ჩიჩარიტო (18039)

ეგ მერე ერთი და იგივეა კარიეერის დასრულება და აქ ჩამოსვლა

20:41 | 31.03.2013
akhali (10761)

რომელიმე ჩვენმა კლუბმა ვერ მიიწვია?

0.063687
1469