"ნიუკასლის" თავკაცს ალან პარდიუს ფრანგი ნახევარმცველის იოჰან კაბაიეს შემცვლელის მოძებნა სურს. მოგეხსენებათ, ფრანგი ფეხბურთელით "არსენალი" და პსჟ არიან დაინტერესებული. "ნიუკასლის" მწვრთნელის განცხადებით, მას სურს მალევე გაირკვეს კაბაიეს მომავალი.
"ეს ძალიან მარტივია, სიტუაციის გარკვევა გვინდა. თუ კაბაიე ჩვენთან დარჩება ეს გაგვახარებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ აუცილებლად შევეცდებით სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მისი შემცვლელი მოვძებნოთ. "ნიუკასლი" დიდი გუნდია და გულშემატკივრებს ამ კლუბის წარმატება უხარიათ. მართალია ეს ბიზნესიცაა, თუმცაღა ჩვენ ყველაფრის წინასწარ გარკვევა გვინდა", - აღნიშნა Goal.com-თან საუბრისას ალან პარდიუმ.
კაბაიეს მომავალს "არსენალს" ან პსჟ-ს უკავშირებენ, თუმცა რომელ კლუბში გადავა ფრანგი, ჯერჯერობით უცნობია. თავად ფეხბურთელი კი კლუბის დატოვებას აპირებს.
გიორგი ბალახაძე