ინგლისის პრემიერლიგის “ნიუკასლი” ფრანგული “ლიონიდან” თავდამსხმელ ბაფეტიმბი გომისის შეძენაზე ფიქრს არ ეშვება და მზადაა, ლიონელებს პირვანდელზე უკეთესი წინადადებით მიმართოს.
“კაჭკაჭებს” ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მყარად აქვთ გადაწყვეტილი შეტევის ხაზის გაძლიერება, ამ მხრივ საუკეთესო ვარიანტად 27 წლის გომისს მიიჩნევენ და მზად არიან, მის სანაცვლოდ 6,9 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადონ. გომისი ამ ეტაპზე “ლიონის” საწვრთნელი პროცესიდან მოკვეთილია და სავარაუდოდ, მომავალ სეზონს ახალ კლუბში დაიწყებს.
“ბაფეტიმბის წერილი გავუგზავნეთ, რათა მისი მომავალი განგვეხილა, მაგრამ ის ჩემთან შეხვედრაზე არ გამოცხადდა”, - ამბობს “ლიონის” პრეზიდენტი ჟან-მიშელ ოლა. აღსანიშნავია, რომ გომისის შეძენა, რომელმაც საფრანგეთის ლიგა 1-ის გასული სეზონის 27 მატჩში 16 გოლი გაიტანა, “ნიუკასლის” გარდა “ტოტენჰემს”, “სუონსის” და “მარსელს” სურთ.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ გომისის “გარდა” “ნიუკასლი” “ქუინზ პარკ რეინჯერსიდან” თავდამსხმელ ლოიკ რემის ერთწლიანი იჯარით აყვანასაც ეცდება.