ფეხბურთი

18:49 | 6.07.2014 | ნანახია 1528 - ჯერ

"ნიუკასლი" ფელაინის ეპატიჟება

 

ბელგიის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა მარუან ფელაინიმ, შესაძლოა, კარიერა "ნიუკასლში" გააგრძელოს. ბრიტანული მედიის ცნობით, "კაჭკაჭები" მზად არიან ბელგიელის სანაცვლოდ "წითელ ეშმაკებს" 12 მილიონი გირვანქა გადაუხადონ.

"მანჩესტერში" ლუის ვან გაალის დანიშვნის შემდეგ, ევროპული მედია იუწყებოდა, რომ ფელაინი ჰოლანდიელის გეგმებში არ შედიოდა. ამან ფაქტმა, ბელგიელის კლუბში ყოფნის საკითხი კიდევ უფრო ეჭვქვეშ დააყენა.

მოგეხსენებათ, გასული სეზონი ფელაინიმ სუსტად ჩაატარა _ 25 მატჩი, 1 გოლი, 4 საგოლე გადაცემა. დევიდ მოიესის აქტიურობის ხარჯზე, 2013/14 წლების სეზონის სტარტამდე მანჩესტერელებმა ფელაინი 27.5 მილიონ გირვანქად შეიძინეს. ფეხბურთელმა მასზე დადებული ავანსები ვერ გაამართლა და დიდი ალბათობით კლუბიდან აბარგება მოუწევს.

გუშინ, ბელგიის ეროვნული ნაკრები მუნდიალს დაემშვიდობა. ფელაინიმ მუნდიალზე მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოასწრო.

გიორგი ბალახაძე 


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:55 | 06.07.2014
oto_oto (3739)

არაა ძირითადში ხიზანა
0?'>http://fczestafoni.ge/2014-15/fm4.htm':'>http://fczestafoni.ge/2014-15/fm4.htm'))

19:55 | 06.07.2014
oto_oto (3739)

არაა ლინკი თორემ ხომ დაგიდებდი 3-1 უკვე

19:48 | 06.07.2014
melo23 (116)

მეორე ტაიმში შემოიყვანს....

19:44 | 06.07.2014
melo23 (116)

ხიზანას თამაში მაინტერესებს არ იცით ვინმემ ზესტას ლინკი????

19:35 | 06.07.2014
melo23 (116)

მიდი რაა თუ იცი დადე ძმურად

19:29 | 06.07.2014
melo23 (116)

ზესტას ლინკი თუ იცით დადეტ რაა დზმურად!!!

19:32 | 06.07.2014
oto_oto (3739)

რად გინდა 30 წუთზე 0-2 აგებს უკვე, იშალე ეხლა ნერვები

19:11 | 06.07.2014
Babajuju (2597)

არ უნდა გაუშვან ფელაინი და ეს ყველაფერი ჭორი უფროა ვიდრე სიმართლე. მუნდიალზე კარგი იყო და ახალ სეზონზე დარწმუნებული ვარ რო გაამართლებს, წინა სეზონში უბრალოდ ტრავმები ჰქონდა და თან შეკრებაც არ ჰქონდა გავლილი და არ იყო მომზადებული ამ ტურნირისთვის.

19:09 | 06.07.2014
linkin-park (3179)

აი ახლა ნიუკასლში თუ გადავიდა ძაან დებილი იქნება. მაგაზე ბევრად უკეთეს გუნდში იყო ევერტონში. დატეულიყო

0.4198