ჩოგბურთი

10:14 | 23.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნიუ იორკში მოწინააღმდეგეები დაწყვილდნენ

 ნიუ იორკის ბილი-ჯინ კინგის სახელობის ჩოგბურთის ცენტრში ამერიკის შეერთებული შტატების ღია პირველობის კენჭისყრა ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა ამ სადიდსლემო შეჯიბრების მოქმედმა ჩემპიონებმა ენდი მარეიმ და სერენა უილიამსმა მიიღეს. წლევანდელ ტურნირში მონაწილეობას არ მიიღებენ ქალთა შორის უიმბლდონის მოქმედი გამარჯვებული ფრანგი მარიონ ბარტოლი (მოულოდნელად კარიერის დასრულების თაობაზე გააკეთა განცხადება) და მხარტრავმირებული რუსი მარია შარაპოვა. მამაკაცთა ასპარეზობას დისკვალიფიცირებული მარინ ჩილიჩი და ვიქტორ ტროიცკი, აგრეთვე ჯერ კიდევ შეუძლოდ მყოფი ჟო-ვილფრიდ ცონგა დააკლდებიან.

მამაკაცთა ერთეულთა თანრიგის ბადის ერთ მხარეს მოხვდნენ რეიტინგსიის ლიდერი ნოვაკ ჯოკოვიჩი და აშშ-ის ღია პირველობისა და უიმბლდონის მოქმედი შოტლანდიელი ჩემპიონი ენდი მარეი, კლასიფიკაციაში მეორე ადგილამდე აღზევებულ რაფა ნადალსა და სადიდსლემო ტურნირების სარეკორდო რაოდენობით (17) მომგებ როჯერ ფედერერს რაც შეეხება, თუკი ესპანელმა და შვეიცარიელმა 4-4 წრე წარმატებით გაიარეს, ერთმანეთს მეოთხედფინალში შეხვდებიან.

გთავაზობთ მამაკაცთა და ქალთა ერთეულთა ტურნირის მონაწილეთა შორის პირველ 10 ნომრად განთესილი ჩოგბურთელების საპირველწრეო მეტოქეებს

მამაკაცები

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი, 1) – რიჩარდას ბერანკისი (ლიტვა)

რაფა ნადალი (ესპანეთი) – რაიან ჰარისონი (აშშ)

ენდი მარეი (დიდი ბრიტანეთი) – მიკაელ ლოდრა (საფრანგეთი)

დავიდ ფერერი (ესპანეთი) – კვალიფიკაციის გამარჯვებული

ტომაშ ბერდიხი (ჩეხეთი, 5) – პაოლო ლორენცი (იტალია)

ხუან მარტინ დელ პოტრო (არგენტინა, 6) – გილერმო გარსია-ლოპესი (ესპანეთი)

როჯერ ფედერერი (შვეიცარია, 7) – გრეგა ჟემლია (სლოვენია)

რისერ გასკე (საფრანგეთი, 8) – მაიკლ რასელი (აშშ)

სტანისლას ვავრინკა (შვეიცარია, 9) – რადეკ შტეპანეკი (ჩეხეთი)

მილოშ რაონიჩი (კანადა, 10) – კვალიფიკაციის გამარჯვებული

ქალები

სერენა უილიამსი (აშშ, 1) – ფრანჩესკა სკიავონე (იტალია)

ვიკტორია აზარენკა (ბელარუსი, 2) – დინა პფიცენმაიერი (გერმანია)

აგნაშკა რადვანსკა (პოლონეთი, 3) – სილვია სოლერ-ესპინოსა (ესპანეთი)

სარა ერანი (იტალია, 4) – აუმი მორიტა (იაპონია)

ნა ლი (ჩინეთი, 5) – ოლგა გოვორცოვა (ბელარუსი)

კაროლინ ვოზნიაცკი (დანია, 6) – კვალიფიკაციის გამარჯვებული

პეტრა კვიტოვა (ჩეხეთი, 7) – მისაკი დოი (იაპონია)

აგელიკ კერბერი (გერმანია, 8) – ლუსი ჰრადეცკა (ჩეხეთი)

ელენა იანკოვიჩი (სერბეთი, 9) – მედისონ კისი (აშშ)

რობერტა ვინჩი (იტალია, 10) – ტიმია ბაბოში (უნგრეთი)

შეგახსენებთ, აშშ-ის ღია პირველობა სტარტს 26 აგვისტოს აიღებს.

0.112976