კალათბურთი

21:07 | 12.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

"ნიუ იორკი" სოლომონ ჯონსთან კონტრაქტს აფორმებს

"ნიუ იორკის" ხელმძღვანელობა უახლოეს პერიოდში სოლომონ ჯონსთან კონტრაქტს  2012-13 წლების სეზონის ბოლომდე გააფორმებს - იტყობინება Yahoo!Sports.

ჯონსი 2006 წლის დრაფტზე "ატლანტამ" 33-ე ნომრად აირჩია. ნბა-ში ცენტრალური თავდამსხმელი სხვადასხვა დროის განმავლობაში "ჰოუქსის", "პეისერსის", "კლიპერსის" და "ჰორნეთსის" ღირსებებს იცავდა.

ჯონსი მიმდინარე სეზონის სტარტზე "ფინიქსთან" ერთად ვარჯიშობდა, თუმცა ოქტობრის ბოლოს გუნდის შემადგენლობიდან გარიცხეს. მოგვიანებით, 28 წლის კალათბურთელმა ჩინურ კლუბ "ლაიონინთან" გააფორმა კონტრაქტი და საშუალოდ მისი მონაგარი 15 ქულას და 10 მოხსნას შეადგენდა.

0.120424