კალათბურთი

20:59 | 22.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

"ნიუ იორკ ნიქსი" კენიონ მარტინთან 10 დღიან კონტრაქტს გააფორმებს

"ნიუ იორკ ნიქსმა" საგაზაფხულო დედლაინის დასრულებამდე 1 საათით ადრე, რონი ბრიუერი გაუშვა "ოკლაჰომაში", მის ადგილს კი, სავარაუდოდ, გამოცდილი კალათბურთელი კენიონ მარტინი დაიკავებს, რომელთანაც თავდაპირველად 10 დღიანი კონტრაქტი გაფორმდება, - იტყობინება Yahoo.Sports
35 წლის მარტინმა, წინა სეზონი "კლიპერსის" შემადგენლობაში ჩაამთავრა. მან კალიფორნიული გუნდის ღირსება 42-ჯერ დაიცვა და საშუალოდ აგროვებდა 5,2 ქულას, 4,3 მოხსნას, 1 შედეგიან პასს და 1 ჩაჭრას.
შეგახსენებთ, რომ კენიონის სამსახურით ასევე დაინტერესებული გახლდათ "ლოს ანჯელეს ლეიკერსი".

გიორგი ბარბაქაძე

0.11661