25 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით წლის ბოლო სადიდსლემო ტურნირი, ამერიკის შეერთებული შტატების ღია ჩემპიონატი ჩატარდება. ამ ტურნირზე ამჯერად შესაძლოა მსოფლიო რეიტინგსიის მეთერთმეტე ნომერმა, იაპონელმა კეი ნიშიკორიმ ვერ ითამაშოს.
ამომავალი მზის ქვეყნის საჩოგბურთო წარმომადგენელმა ტერფზე ოპერაცია ჩაიტარა და ფლორიდაში გაემგზავრა სარეაბილიტაციო კურსის გასავლელად. ამ ინფორმაციას ESPN ავრცელებს.
დანამდვილებით კი ის შეიძლება ითქვას, რომ ნიშიკორი ცინცინატის ტურნირს დააკლდება. ეს შეჯიბრება სტარტს მომავალი კვირიდან აიღებს.