ჩოგბურთი

20:29 | 27.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნიშიკორიმ სეზონში მეორე ტურნირი მოიგო

იაპონელმა კეი ნიშიკორიმ ბარსელონას ტურნირის ფინალში კოლუმბიელ სანტიაგო ხირალდოს 6:2, 6:2 მოუგო მიმდინარე წლის განავლობაში მეორე ტიტული დაისაკუთრა. დღევანდლამდე სეზონის განმავლობაში ნიშიკორის 2 ტურნირში არასდროს ემარჯვა. კეიმ ასევე პირველად მოიგო გრუნტის საფარზე მიმდინარე შეჯიბრება და ხვალინდელ რეიტინგში 12-ე საფეხურამდე დაწინაურდება.

კატალონიის დედაქალაქში დღეს ჩატარებული ფინალი საათსა და 14 წუთს გაგრძელდა. 24 წლის იაპონელმა 5 ბრეიკი და 2 ეისი განახორციელა, ხირალდოსთან ურთიერთშეხვედრებში კი კიდევ უფრო დაწინაურდა (6:1). ბარსელონაში გამარჯვებით ნიშიკორიმ 422100 ევრო და 500 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. კარიერის განმავლობაში კეიმ მეხუთე ტურნირი მოიგო.

 

0.128604