გიორგი ნიქაბაძე ლიტვის საფეხბურთო A ლიგაში (უმაღლესი ლიგა) მოასპარეზე “ბანგაში” დაბრუნდა.
გასულ სეზონში, 22 წლის ნიქაბაძემ “ბანგაში” 25 მატჩი ჩაატარ და 5 გოლი გაიტანა. მიმდინარე წელს, ის ჯერ რუსეთის პირველი დივიზიონის ნოვოკუზნეცკის “მეტალურგ-კუზბასში” ისინჯებოდა, ხოლო შემდეგ ამავე დივიზიონის “ხიმკიში”. თუმცა, საბოლოოდ “ბანგაში” დაბრუნდა.
სხვათა შორის, ამ ლიტვურ კლუბში თავი ბევრმა ქართველმა მოიყარა. ნიქაბაძის გარდა, მის რიგებში შარშან გამოდიოდნენ ნიკა მგელაძე და გიორგი გიორგაძე. ზამთარში “ბანგას” დაემატნენ თამაზ ჩარგეიშვილი, ირაკლი გერყენაშვილი და გიორგი ქავთარაშვილი.
ოთხშაბათს, სტუმრად ლატვიურ “დაუგავასთან” 0:4 წაგებულ ამხანაგურ მატჩში, “ბანგაში” ითამაშა ქართველმა ფეხბურთელმა გვარად კობიაშვილმა. მის გარდა, ხსენებულ შეხვედრაში ლიტველთა სასტარტოში იყო ნიქაბაძე, რომელიც მე-60 წუთზე შეცვალეს. ამავე დროს, თამაშში ჩაერთვნენ ქავთარაშვილი და გერყენაშვილი.







