ქართველმა ტყვიის მსროლელმა ნინო სალუქვაძემ, სამხრეთ კორეის ქალაქ ჩანჯოუში მიმდინარე მსოფლიოს თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ევროპის მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი, ამჯერად პნევმატური პისტოლეტით სროლაში ავიდა კვარცხლბეკზე. სპორტული პისტოლეტით კი მერვე ადგილს დასჯერდა.
საკვალიფიკაციო ეტაპი სალუქვაძემ 385 ქულით ჩაამთავრა, ხოლო ფინალში 486,7 ქულა დააგროვა და მხოლოდ ჩინელ სუნ ცის (489,9) და უკრაინელ ელენა კოსტევიჩს (489,8) ჩამორჩა.
შეგახსენებთ, სამი კვირის წინ, ნინო სალუქვაძე სიდნეის მსოფლიოს თასზე გაჩემპიონდა და ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია ქართველ სპორტსმენთაგან პირველმა მოიპოვა.







