ფეხბურთი

12:42 | 19.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნილ ლენონი: “მინიმუმ ერთ ქულას ვიმსახურებდით”

გლაზგოს “სელტიკის” მთავარი მწვრთნელის, ნილ ლენონის აზრით, მისმა გუნდმა “მილანთან” დაუმსახურებლად წააგო. შოტლანდიის ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში იტალიაში 0:2 დამარცხდა და ორივე გოლი მატჩის მიწურულს გაუშვა.

“თავიდან ცოტას ვნერვიულობდით, მაგრამ თამაში დავალაგეთ და დიდხანს ვდომინირებდით კიდეც მინდორზე, მაგრამ ამით ვერ ვისარგებლეთ. “სელტიკი” მინიმუმ ქულას იმსახურებდა, მაგრამ სამწუხაროდ ფეხბურთში მსგავსი რამ ხშირად ხდება” – უთხრა ნილ ლენონმა ჟურნალისტებს.

0.066838