კალათბურთი

15:56 | 10.09.2013 | ნანახია 6038 - ჯერ

ნიკოლოზ დერიუგინი: „საქართველოს ძალიან კარგი კალათბურთელები ჰყავს და ევრობასკეტზე უკეთესი შედეგის მიღწევა შეეძლო“

მიუხედავად იმისა, რომ ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებმა თავისი ლამაზი და ღირსეული თამაშით, განსაკუთრებით პოლონეთთან, ხორვატიასა და სლოვენიასთან, ევროპელ გულშემატკივართა და სპეციალისტთა სიმპათიები დაიმსახურა, ქართველ ქომაგთა უდიდესი ნაწილი უკმაყოფილოა შედეგით. ესეც გასაგებია - მიუხედავად საინტერესო და ბრძოლისუნარიანი თამაშისა, ჩვენმა ნაკრებმა ვერ გამოიყენა ჯგუფიდან გასვლის შანსი. თუმცა, არსებობს საპირისპირო აზრი, რომ ნაკრებს მეტის გაკეთება არ შეეძლო - ამ აზრის მომხრეები თვლიან, რომ ამ უძლიერეს ჯგუფში და მით უფრო, მიკერძოებული მსაჯობის პირობებში,  საქართველოს ნაკრებს არ შეეძლო მეტის გაკეთება.

სხვაგვარად ფიქრობს ლეგენდარული კალათბურთელი, თბილისის „დინამოს“, სსრკ-სა და საქართველოს ნაკრების ყოფილი მოთამაშე, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ნიკოლოზ დერიუგინი. ის 7 სექტემბრიდან იმყოფება სლოვენიაში და თვალყურს ადევნებდა ცელიეში საქართველოს ნაკრების მატჩებს სლოვენიასთან, ჩეხეთთან და ესპანეთთან.

მას ჯერ კიდევ სლოვენიასთან მატჩის შემდეგ გავესაუბრე, ინტერვიუზე კი 9 სექტემბერს ესპანეთთან შეხვედრის ბოლოს დავითანხმე.

 

- ბატონო, ნიკოლოზ! როგორ შეაფასებდით ჩვენი ნაკრების გამოსვლას ევრობასკეტზე?

- მატჩებს პოლონეთთან და ხორვატიასთან თბილისში ვუყურე ტელევიზიით, დანარჩენ სამ მატჩს კი ცელიეში, დარბაზში. არაერთხელ მითქვამს და ახლაც ვიტყვი, რომ საქართველოს ნაკრებს დღეს ჰყავს ძალიან კარგი, საინტერესო და გამოცდილი კალათბურთელები. მიმაჩნია, რომ ასეთი ნიჭიერი  შემადგენლობით ნაკრებს ევრობასკეტზე უკეთესი შედეგის ჩვენება შეეძლო.  

- კი მაგრამ, არ იყვნენ ტრავმირებული ფაჩულია და შენგელია. ამის გარდა ხორვატიასთან და განსაკუთრებით სლოვენიასთან მსაჯებმა ხომ ძალიან დაგვჩაგრეს? 

- დავიწყოთ მსაჯობით. მსაჯები თითქმის ყოველთვის ეხმარებიან ევრობასკეტის მასპინძელ გუნდს და უფრო ტიტულოვან ნაკრებებს, ვიდრე ჩვენნაირ ნიჭიერ, მაგრამ არატიტულოვან გუნდს. ამიტომ, არ უნდა გვიკვირდეს ასეთი მსაჯობა და მწვრთნელებმა ისე უნდა მოამზადონ გუნდი და ისე უნდა წარმართონ  მატჩი, რომ მაქსიმალურად და რაციონალურად გამოიყენონ არსებული შემადგენლობა და სიტუაცია. ნაკრების ჯგუფიდან არგასვლა არ უნდა დავაბრალოთ მხოლოდ მსაჯებს. მიუხედავად ასეთი ცუდი მსაჯობისა, ჩვენ ნაკრებს შეეძლო გამარჯვება ხორვატიასთან და სლოვენიასთან.

მართალია, ორი ძლიერი მოთამაშე - ზაზა ფაჩულია და თორნიკე შენგელია - ტრავმების გამო არ იყვნენ ევრობასკეტზე და მათი არყოფნა დიდი დანაკლისია ჩვენი გუნდისთვის, მაგრამ ნაკრებს ჰყავს საკმაოდ კარგი  შემადგენლობა და ჩემი აზრით, მწვრთნელებმა სრულად ვერ გამოიყენეს მათი პოტენციალი და რაციონალურად ვერ წაიყვანეს მატჩები.

- კონკრეტულად რა გაქვთ მხედველობაში, რა უნდა შეცვალათ მწვრთნელებს? 

- უწინარესად, ძალიან მიკვირს, თუ რატომ არ ათამაშეს უფრო დიდხანს გამოცდილი ნიკა ცქიტიშვილი? რატომ არ გამოიყენეს საკმაოდ კარგ ფორმაში მყოფი ნიკა მეტრეველი? რატომ არ გამოჰყავდათ შეცვლაზე დუდა სანაძე? ბოლო შეხვედრამ ესპანეთთან დაგვანახა, რომ ცქიტიშვილი და მეტრეველი კარგ ფორმაში არიან, რომ სანაძე კარგად შევიდა თამაშში და მას, როგორც დებიუტანტს, საერთოდ არ ეტყობოდა ნერვიულობა...

პირველ მატჩებში ნაკრები თამაშობდა ძირითადად 6-7კაცით, რასაკვირველია, ბიჭები იღლებოდნენ, მითუმეტეს მატჩები ტარდება თითქმის ყოველდე. ამ პირობებში გაუგებარია ცქიტიშვილისა და მეტრეველის ნაკლებად გამოყვანა მოედანზე და ისიც, თუ რატომ არ ათამაშებდნენ ასეთ აუღელვებელ და მებრძოლ ბიჭს, როგორიც სანაძეა.

ასევე გაუგებარია, დროულად რატომ არ ასვენებდნენ თამაშის დროს მწვრთნელები იმ მომენტისთვის დაქანცულ წამყვან მოთამაშეებს - ყველამ იცის,რომ 2-3 წუთიანი დასვენებაც დიდ ძალას აძლევს მოთამაშეს. რატომ არ ითხოვდნენ დროულად მწვრთნელები გადამწყვეტ და რთულ მომენტებში ტაიმ-აუტებს. როცა 3-5 წუთში გუნდი ღებულობს მინუს 10 ქულას, მაშინაა საჭირო ტაიმაუტი...

და კიდევ - სლოვენიასთან და ჩეხეთთან საჭირო იყო ცოტა სხვაგვარი ტაქტიკით თამაში, ვიდრე ჩვენ ვნახეთ.

კიდევ ერთხელ ვიტყვი - ამ კარგი შემადგენლობით ნაკრებს უფრო მეტი შედეგის მიღწევა შეეძლო.

- ბატონო, ნილოლოზ! კი მაგრამ, ჩვენმა გუნდმა აშკარად აჯობა პოლონეთს, თანაბრად და ღირსეულად ითამაშა ხორვატიასთან და სლოვენიასთან!

- კი, ასეა, მაგრამ სწორი და უფრო რაციონალური ტაქტიქით შეიძლებოდა ამ ორი თქვენს მიერ ხსენებული მატჩიდან მინიმუმ ერთი შეხვედრის მოგება მაინც,  ჩეხეთთან მატჩის სხვაგვარად წაყვანა და შესაბამისად, სხვა შედეგის მიღწევა შეიძლებოდა. ახლა, ნაკრების ბირთვს წარმოადგენენ გამოცდილი და კარგი კალათბურთელები. სამწუხაროდ, ნაკრების ახლანდელმა მწვრთნელებმა ვერ მოახერხეს მათი პოტენციალის უკეთ გამოყენება. კიდევ როდის ეყოლება საქართველოს ნაკრებს ასეთი ნიჭიერი და ძლიერი მოთამაშეები, როგორც ახლა? ამიტომ, საჭიროა მათი უფრო შედეგიანი და ეფექტური გამოყენება...

 

...ამით დავასრულე საუბარი ნიკოლოს დერიუგინთან, დიდი ხანია არ მინახია ის ასეთი მოწყენილი და ამავე დროს გაბრაზებული... შესაძლოა, სპეციალისტების ნაწილმა არ გაიზიაროს მისი მოსაზრებები ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების გამოსვლასა და მწვრთნელების მუშაობაზე. ზოგადად, აუცილებელია საქმიანი დისკუსია ასეთ თემებზე სპეციალისტების, მწვრთნელების, ჟურნალისტების, ვეტერანი და მოქმედი კალათბურთელების მონაწილეობით. საჭიროა ანალიზი იმისა, თუ რა უნდა გაკეთდეს მომავალში ნაკრების უფრო შედეგიანის თამაშისათვის, რადგან მარტო გასვლა ევრობასკეტის ფინალურ ეტაპზე და ლამაზი და ღირსეული თამაში მეტოქეებთან ჩვენ ქომაგებსა და საკალათბურთო სამყაროს უკვე აღარ აკმაყოფილებს...

 

თენგიზ პაჭკორია, ცელიე, სლოვენია, სპეციალურად www.worldsport.ge-Tvis

ხათუნა გაბიტაშვილის ფოტო

ევრობასკეტ-2013-ს წარმოგიდგენთ ონლაინ-ტოტალიზატორი TBILISIBET.COM და სპორტული ეკიპირების ესპანური ბრენდი Joma



 


კომენტარები (62)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:19 | 11.09.2013
gabri005 (3)

რომ იძახით ერთი ნაწილი კოკოშკოვი უნდა წავიდესო მეორე ნაწილი არაო, ნაკრების გამოსვლაზე მსჯელობთ, ვაფშე არცერთი აზრზე არ ხართ.

გაინტერესებთ ნამდვილი მიზეზები და კომპეტენტური ექსპერტის დასკვნას?

უცვლელად გთავაზობთ ბესიკ ლიპარტელიანის განცხადებას ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ (ტელეკომპანია რუსთავის 2):

"იყო მომენტებში უიღბლობებიც ალბათ თქვენ კარგად ნახეთ ხორვატიასთან თამაში, რომელიც ერთი ქულის სხვაობით წავაგეთ და ასევე ადგილობრივთან მე ვიტყოდი რომ 100%-იანი მიკერძოება იყო და ბიჭებმა ყველაფერიი გააკეთეს იმისათვის რომ ეს თამაში მოეგოთ
დასანანია უბრალოდ რომ სამინისტროდან კერძოდ მინისტრიდან არანაირ შემოხმაურება არ არის და არც კითხულობენ თუ რა მდგომარეობაში ვართ და ეს ცუდია."

მინდა ნორმალური ხალხისთვის გავაკეთო ახსნა განმარტება ადგილობრივში იგულისხმება სლოვენია, ხოლო შემოხმაურებაში რა იგულისხმება არ ვიცი.

19:58 | 11.09.2013
darispani (1002)

ბესო სანაგვეზე!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

19:57 | 11.09.2013
sabonis (9584)

რამდენი კოლიაზე უფრო გათვითცნობიერებული გვყოლია კალათბურთში.DDDDDDDDDD

16:10 | 11.09.2013
nugi (742)

თითქმის 40 წელია კალათბურთის გულშემატკივარი ვარ და ცოტა მითამაშია კიდეც. ასეთი ტაქტიკურად გამართული კალათბურთი ქართულ გუნდს ან საქართველოს ნაკრებს არასდროს უთამაშია. (იქნებ შემახსენოთ. სხვა საქმეა რომ, გულიანი ბიჭები კი გვყავს, ვაჟკაცები, მაგრამ შემსრულებლობის თვალსაზრისით რბილად რომ ვთქვათ, ცოტა მოიკოჭლებენ. ნახეთ ვინ რა გუნდში თამაშობს და რამდენი სათამაშო დრო აქვს მოედანზე. კოლია საპატივცემულო კაცია, მაგრამ იტალიის მეორე ლიგის მეორე შემადგენლობაში მოთამაშე მეტრეველით ან, ლიბანის ლიგაში მოთამაშე ცქიტიშვილით გინდა საკალთბურთო ქვეყნების გუნდებს მოუგო, არასერიოზული მსჯელობაა. გაგხსენებთ იმ პერიოდს 1997 წლის ევროიპის შესარჩევ ციკლს, მაშინდელი შემადგენლობა უკეთესი თუ არა, ნაკლები ნამდვილად არ ყოფილა სლოვენიაში მოთამაშე გუნდზე: სტეფანია, ნაცვლიშვილი, სანაძე, ჩხეიძე, ქარაბაკი, დერიუგინი. მაგრამ ჯგუფში მე-5 ადგილზე გავიდა. ამას იმიტომ ვწერ, რომ ობიექტურად შევაფასოთ გუნდის პოტენციალი ზაზას და თოკოს გარეშე, მიღწეული შედეგი და თამაშის ხარისხი. კოკოშკოვი შეიძლება თასით წავიდეს და უფრო ამბიციური და მაღალი კლასის გუნდი აიყვანოს, მაგრამ ჩვენ უარესი შედეგი არ მივიღოთ ამით. რადგანაც ქართველებს მარტო კვალიფიციური მწვრთნელი არ გვეყოფა, ხასიათიც შესაბამისი უნდა ჰქონდეს, თუ არა არაფერი გამოვა.

20:04 | 11.09.2013
avtush (135)

100%

13:24 | 11.09.2013
zviadi 3 (4)

მაინტერესებს დამოუკიდებელი და არა მარტო დამოუკიდებელი ქართული კალათბურთის ისტორიაში სულ რამდენჯერ მოგვიგია ისეთი გუნდებისთვის როგორიცაა სერბეთის.ისრაელის.ბოსნიის ,პოლონეთის დარი გუნდებისთვის ან მეტნაკლებად თანაბრად გვითამაშია სლოვენიის .ხორვატიის .ლიტვის დონის გუნდებთან.თან მინდა მიაქციოთ ყურადღება ეს ხდება დროის ხანმოკლე პერიოდის (ერთი თვე) განმავლობაში. მაშინ როდესაც გუნდს არ ყავს შემადგენლობის "ხერხემალი"(ნუ ეწყინებათ ჩვენს სხვა მართლაც დიდებულ კალათბურთელებს)ზაზა ფაჩულია და თორნიკე შენგელია. და თქვენ გინდათ თქვათ რომ აქ მწვრთნელის ხელი არ იყოო .

15:21 | 11.09.2013
geogeobasket (512)

ამხანაგურსა და ევროპის ჩემპიონატს შორის განსხვავება, რომ არის ამას ვერ ხედავს კოკოშკოვი. არცერთ გუნდს არ გადაუღლია ნაკრები ამხანაგურებზე და ჩვენ შევახოცეთ ის 6-7 კაცი ვისი იმედიც გვქონდა. ამ დროს მოხდა ის რომ ევროპაზე ბიჭებმა ვეღარ გაქაჩეს და ბოლო 2 თამაშში ბურთს ვეღარ იკავებდნენ. ვისი ბრალია ეს ბიჭების? არა ბიჭებს მონდომება არ დაუკლიათ და ბოლომდე იბრძოლეს. ჩვენ ესპანეთი არ ვართ, რომ მუდმივად მოგეფაზე გვქონდეს პრეტენზია. ამხანაგური იმისთვისაა რომ ფორმაში ჩადგეს გუნდი და უკლებლივ ყველა შეთამაშდეს

23:11 | 10.09.2013
nananana (1668)

კიდევ როდის ეყოლება საქართველოს ნაკრებს ასეთი ნიჭიერი და ძლიერი მოთამაშეები, როგორც ახლა? ამიტომ, საჭიროა მათი უფრო შედეგიანი და ეფექტური გამოყენება...------ამაში ვეთანხმებიიი, 100 %-ით პლუს ამას სანაძე და მეტრეველი წინა თამაშებზეც შეიძლებოდა გამოეყვანათ ძირითადუ მოთამაშეების შესაცვლელად ხოლმე

22:43 | 10.09.2013
momo (147)

ეხლა შეადარე ეს უთავმოყარეოები კალათბუტელების ნაკრებს ფუ ....

22:22 | 10.09.2013
ronaldo9 (267)

გადაბმულად 5 თამაშს რო ვერ ატარებს, გადაიღლება და გადაიწვება ისეთ კალათბურთელს ნაკრებში კიარა საერთოდ სპორტში არაფერი ესაქმება. შარშანდელ პლეიოფში ჯიმი ბატლერმა ითამაშა უფრო მეტი წუთი შეუსვენებლად, ვიდრე ჩვენი ნაკრების ყველა კალათბურთელმა ერთად აღებული, მაგრამ არ უწუწუნია არც ჯიმის და არც ტიბოდოს

22:03 | 10.09.2013
soselia (747)

ici ra ari dzma guli ro shemtkiva kalatburtze da ara marto kalatburtze zogadad qartul sportze imito vwer..ici ra aris chemtvis gaugebari??evropis chempionatze chveni nakrebi gamodioda bijebma tavi dades da sportis ministri arc ki dainteresebula ra ujirt ra ulxint iq bijebs aratu ar chasula iq aramed ertxel ar daurekia da ar gaugia nakrebis ambebi tu dzaan xshirad ari roca chveni nakrebi evropis chempionatze tamashobs da mere gvikvirs shedegebii..rac sheexeba lipartelianma ro tqva meewune konkretuli paqtebia imisa tu rogor xdeba xalxis darebovkeba da gadayvana da merwune eg paqtebi aucileblad daideba darwunebuli var magashi da shenc mixvdebi razec vlaparakob

21:14 | 10.09.2013
soselia (747)

da sisulelebs laparakobo vina tqva??ki dzmao vici rac xdeba da rogorc xdeba exa gadabireba ro lipartelinma ar gaimarjvos dzaan kargad vici rac xdeba..da asiani me ravici aq tuara ubralod es kaci 11 welia pederaciis prezidentia magis mere qveyanashi sami xelisupleba sheicvala da aravis ar utqvia am kacze ro puls iparavso da korumpirebuli ariso da ragac dzaan meejveba shen gqondes rame mtkicebuleba..da wynetshi saxlsi radgan.aq kacs avtomaturad mas korumpirebulis iarliyi miawepo rogorc minimum sasaciloa ra

21:27 | 10.09.2013
kripsi (26)

მე იცი რისი მტკიცებულება მაქვს? თვითონ ლიპარტელიანმა ხო თქვა რომ ზეწოლა იყოო და დავდებთ ფაქტებსო... სადაა ეგ ფაქტები, გამოვიდა რომ მოიტყუა იმის გამო რომ მაგ 11 წლის განმავლობაში პირველად უმცირესობაში აღმოჩნა, თორემ არ შეიძლება იძახო რაც მაგან თქვა გუბერნატორები (ნაცები) და საკრებულოს თავჯდომარეები (ოცნება) და თანამდებობის პირები ახორციელებდნენ ზეწოლასო და მებრძვიანო... მაგას დასაბუთება ჭირდება და აგერ მე და აგერ შენ... შენ ძმაო კარგად ჩახედული ჩანხარი და ეტყობა გულიც შეგტკივა კალათბურთზე, ხოდა გეცოდინება ლიპარტელიანს რა ფიქტიური ორგანიზაციებიც უჭერენ მხარს, არ შეიძლება შენსავე გამგეობის წევრს დააფუძნებინო 10 დღის უკან იურიდიული პირი და ხმა მისცე იმიტომ რომ მერე ეგ ხმა შენ მოგცეს ასე რომ არც მთლად უმანკოებასთან გვაქვს საქმე ხომ ეგრეა... დანარჩენი განსაჯე

20:57 | 10.09.2013
soselia (747)

da shen magisi gjera ro liparteliani puls iparavs??ra sisulelea kaci 11welia pederaciis prezidentia da magas ro ragac miqaruli qondes sheni azrit ar daijerden??mitumetes exa iseti.zecola xorcieldeba magaze ro ramenairad gaadayenon

20:57 | 10.09.2013
soselia (747)

da shen magisi gjera ro liparteliani puls iparavs??ra sisulelea kaci 11welia pederaciis prezidentia da magas ro ragac miqaruli qondes sheni azrit ar daijerden??mitumetes exa iseti.zecola xorcieldeba magaze ro ramenairad gaadayenon

21:01 | 10.09.2013
kripsi (26)

რა ზეწოლა მიმდინარეობს? მე რასაც ვლაპარაკობ ჩემი სუბიექტური აზრი და არ მაქვს პრეტენზია ვინმეს თავს მოვახვიო, პროსტა რა მაინტერესებს იცი კარგი მე სისულელეებს ვლაპარაკობ მაგრამ შენ ცვეტში იცი რომ არაფერი აქვს მიქარული?

20:55 | 10.09.2013
Chik330 (94)

იცით რა მიკვირს? რა შედეგიც უსტიაშვილის მომზადებულმა 16-წლიანებში
გუნდმა ანახა როგორ შეიძლება რომ ასეთი "პერსპეკტიული" მწვრთნელი
აყალიბებდეს ძირითადი ნაკრების შემადგენლობას?

20:52 | 10.09.2013
jano777 (14)

kolies natraki ar gaishva ramdenatac kargi kalatburteli iko imdenad didi nagavia!! arakaci magari es rbilad!!!!!

20:52 | 10.09.2013
kripsi (26)

შენ ხომ ხარ ნამდვილი ქართველი ვაჟკაცი

20:33 | 10.09.2013
soselia (747)

aq icit raze vkaifob??zogierti ro wers devid blati chamoviyvanoto me exa aq ro is davceto saxelwipo ra sasacilo tanxebs uricxavs kalatburtis pederecias bevri sicilit chabjirdeba merwmunet devid blatis wliuri anazgaureba upro didia vidre is tanxa rasac saxelwipo mtlianad kalatburtze xarjavs amitom moeshvit am uazro ocnebebs da zgaprebs da ipiqret realurad..kalatburtis pederacia tavisi dapinansebit gamoricxulia aq eqstra klasis mwvrtneli ro chamoiyvanos

20:44 | 10.09.2013
kripsi (26)

მაგაზე მეტი სასაცილო იცი რა არის? სად და ვის ჯიბეში მიდის ეგ ისედაც ცოტა თანხები... გაღლეტილი ფედერაციის პრეზიდენტს წყნეთში სასახლე რომ აქვს არ დაიწყოთ ეხლა სხვის ჯიბეში ხელს ნუ აფათურებო, ღმერთმა ათი მაგდენი მისცეს ოღონდც თვითონაც არ უნდა იკადროს სპროტსმენების ჯიბიდან ამოღება

20:25 | 10.09.2013
ბაბანა თუხთუხაძე (2408)

არა უშავს ! ამ შემადგენლობით კიდევ კარგად ითამაშეს ფაქტიურად 4,5 კაცით ვითამაშეთ მაგრამ ის ნახევარი შერმადინი კი არ იყო როგორც აქ ამბობს ზოგიერთი არამედ მე3- 4 ნომერი მძიმე ფორვარდი არ გვყავდა ფაქტიურად და საწყალი სანიკიძე იძულებული იყო ორივეზე ეთსამაშა მძიმეც და მსუბუქიც ! მსუბუქზე ხანდახან მარკოიშვილი ცდილიბდა რამის გაკეთებას მაგრამ არ გამოსდიოდა იმიტომ რომ ის მეორე გამთამაშებელია ჰიკმანიც ხასიათის მოთამაშე ყოფილა და მაგარი არასტაბილური ! აი ცქიტო რომ ყოფილიყო ფორმაში მინიმუმ 3 თამაშს მოვიგებდით და ფაჩულია და შენგელიაც რომ გვყოლოდა დარწმუნებული ვარ მინიმუმ ნახევარფინალში გავიდოდით !! ჯგუფშიც არ გაგვიმართლა ფაქტიურად უძლიერეს ჯუფში მოვხვდით ამის მაგალითი "აუტსაიდერი" ჩეხეთის თამაშია ! ასეთ სიტუაციაში რაღას ვთხოვთ გუნდს და მწვრთნელს ??

20:32 | 10.09.2013
Chik330 (94)

ხოდა ისე უნდა ავაწყოთ მომზადება და მერე ტურნირებზე თამაში
რომ არ გვიმარტლებს წილისყრაში და მსაჯები მაგრად ვგჯაბნიან....

20:22 | 10.09.2013
niki (75)

კარით რაა თუ არ დაიღალეთ ლაყბობით,მადლობა უთხრათ მწვრთნელებს და ჩვენ ბიჭებს რაც შეეძლოთ გააკეთეს. რო უშვებთ ამ კოკოშკოვს ვინ მოგყვებათ უკეთესი, და საუკეთესო მწვრთნელები ვისაც თქვენ ასახელებთ აქ არ ჩამოვლენ და თუ ჩამოვიდნენ რა თანხას მოითხოვენ ხო წარმოგიდგენიაათ DDDD ამ გაღლეტილ ქვეყანაში DDD რაც გვყაავს ის შევინარჩუნოთ ჯობია თორე სანატრელი გაგვიხდება კოკოშკოვიც

20:25 | 10.09.2013
ბაბანა თუხთუხაძე (2408)

მართალი ხაარ !

20:44 | 10.09.2013
Chik330 (94)

მითუმეტეს ბლატის დაბრუნება რუსებსაც მოუნდა და ისრაელს))) ბალკანელი ან პრიბალტიკელი მწვრთნელი მენტალობით მგონი ვერ გამოგვადგება.... პრინციპში თავისუფალია კაცირაკისი(რუსებმა წელს რო მოაცურეს).
უბრალოდ საკითხავია რით
ემჯობინება ახლად მოწვეული მწვრთნელი კოკოშკოვს?
არ ჯობია უფრო დაბლა რო ჩამოვიდეტ და უსტიაშვილი და
ტუღუში (მაფია)))) მოვაშოროთ?

21:30 | 10.09.2013
alifasha (505)

ეგ უკვე სხვა ამბავია და ზაან კარგი იქნება )

19:51 | 10.09.2013
leonardo (124)

კარგით რა ხალხნო, რა გჭირთ ასეთი რო უმეტესობა კალათბურთის ექსპერტები გახდით??? ისე ნუ იზამთ რომ ეს შედეგიც სანატრელი გაგვიხდეს, კარგად შეხედეთ და გაიაზრეთ რა ქვეყანას წარმოვადგენთ, (ეკონომიკურად გაჩანაგებული, მცირერიცხოვანი, და ა. შ.) და რას ვითხოვთ??? მე ვიმეორებ რომ მადლობა უნდა ვუთხრათ მწვრთნელსაც და ბიჭებსაც, და ნამდვილად რაც შეეძლოთ იმის მაქსიმუმი გააკეთეს!!! მე არ დავიჯინებ რომ არ იყო შეცდომები, მაგრამ რომელს არ მოგვსვლია შეცდომა, ისე რომ იმ მომენტში ვფიქრობდით რომ სწორს ვაკეთებდით?! კოკოშკოვს რომ უშვებთ, ნეტა ვინ მოგყავტ უკეთესი?? (უფრო სწორად ვინ მოგყვებათ???) ფეხბურთის სენისაგან ღმერთმა დაიფაროს კალათბურთი და სხვა სპორტის სახეობები, მაგრამ იქ თუ გვყავდა სახელოვანი სპეციალისტები მიტო არ დადეს შედეგი???
დარწმუნებული ვარ, აქ მოღვაწე კრიტიკოსები კოკოშკოვს კი არა, პოპოვიჩი რომ ჩამოიყვანო აქ, მასაც მოუძებნიან წუნს!
ერთხელ დავწერე და კიდე გავიმეორებ: აქ კომპიუტერთან კლავიშების წკაპუნში ყველა მაგრები ვართ, თუკი ვინმეს რამე შეუძლია საქმით დაგვანახეთ, ან მოედანზე თამაშით, ანდა სულაც ითავეთ კალათბურთის კლუბების დახმარება, და თუკი ხორვატიის ჰაიდუკი გადაარჩინა გულშემატკივრებმა და ინახავენ კლუბს, გავაკეთოთ იგივე და ბოლო ბოლო მორალური უფლება მაინც გვექნება მერე კრიტიკისა, მანამდე კი, უბრალოდ ჩვენ გულებში ჩავიხედოთ ჯერ, რა შეგვიძლია საერთოდ და რა გვიკეთებია და მერე ვაკრიტიკოთ სხვები...

19:23 | 10.09.2013
momo (147)

ნეტავი ეხლაც გვყავდეს კოლიას ნაირი იგროკი

19:21 | 10.09.2013
momo (147)

ხოოო არარრარრრრააა ამ კაცმა არ იცის კალათბურთი )))ჩოსიჩი ტკაჩენკო საბონისი ბელოსტენნი ჟიგილიი ფესენკო შმიდტი კოვალენკო მოსკოვის ცეესკას რომლის მწვრთნელიც უდიდესი პიროვნება და უძლიერესი მწვრთნელი იყო მოსკოვში კარგად მახსოვს 59 ქულა გაუკეთა უნდა გენახათ რა დღეში იყო გომელსკი სულ გადაირია კაცი თანაც მაშინ სამქულიანები არ იყო ასე რომ მოდით 99 პროცენტი მაინც გავიზიაროთ ამ კაცის ინტერვიუდან

20:27 | 10.09.2013
Chik330 (94)

იქნებ კოლია დავაყენოთ უფროს მწვრთნელად?

20:01 | 10.09.2013
ბაბანა თუხთუხაძე (2408)

ხოო გომელსკიმ ისიც თქვა რომ დერიუგინი რომ არ ყოფილიყოო 82 წლის მსოფლიო ჩემპიონები ვერ გავხდებოდითოო !!

18:59 | 10.09.2013
santi (9)

იცით პროსტა რაზე მეცინება ცქიტიშვილს აკრიტიკებთ, ნახევარ შერმადინს, შენგელია და ფაჩულიას მისტირიხართ და ცეკვავენ ვარსკვლავების დედის მ ტ ყ ვნელ ზე რა აზრის ხართ? ))))))))))))))))

20:02 | 10.09.2013
ბაბანა თუხთუხაძე (2408)

ვიზეეე ??? DD

20:14 | 10.09.2013
samni (11)

ბოისა )))))))))))))))))))))))))))))))))) ჩაგეთვალა

18:24 | 10.09.2013
geogeobasket (512)

"alifasha"- 487-დან 90% ცქიტოს ხსენებაში ხარ შენც. და ცქიტიშვილზე სალაპარაკოს გვაძლევს კოკოშკოვი და ფედერაცია. ჯერ შარშან რომ არ გამოიძახა მართლა კარგ ფორმაში, რომ იყო და მეეჭვება ნებისმიერმა ძლიერმა კალათბურთელმა დადოს შედეგი, რაც წელს მიეცა სათამაშო დრო. მოდი მართლა ობიექტურები ვიყოთ და თუ რამე შედეგი დაიდო წელს ამ გუნდით ეს თავიდან-ბოლომდე ბიჭების დამსახურებაა. რაში გამოიხატა მწვრთნელის დამსახურება? მე არ ვლაპარაკობ სლოვენიასთან თამაშზე ყველაზე ნორმალურად მანდ გაიყვანა გუნდი, ხორვატია თავიდან ბოლომდე მაგან წააგო, ჩეხეთთან გუნდი გადაიწვა და გადაიწვა ამხანაგურებზე გადაბმულად ერთი სასტავით თამაშის გამო. ამხანაგური აქამდე ვიცოდი, რომ გუნდის შესათამაშებლად, ვინ როგორ ფორმაშია და თუ ფორმაში არაა შანსის მიცემა რომ მოვიდეს შესაბამის კონდიციებში. ამხანაგურებზე შანსი არ მიუცია არავისთვის ძირითადი ბირთვის გარდა. მე ფაქტებით გელაპარაკები. ხოდა აქედან გამომდინარე ჩემი აზრია რომ კოკოშკოვი ნაკრებიდან უნდა წავიდეს ისევე როგორც ფედერაციის პრეზიდენტი. ხოდა ცქიტიშვილს ანტი-პიარით არაფერი დააკლდება. თუ ერთი გააკრიტიკებს, ათი დადებითს იტყვის ასე რომ რამდენიც გინდათ წერეთ.

18:55 | 10.09.2013
ilarion (24)

+1 გეთანხმები რასაც ამბობ, უბრალოდ მეც ვთვლი რომ ყველას აზრი მოსასმენია ზრდილობის ფარგლებში, ფაჩულიაზე გადაირია ეს ხალხი ეს რომ გვყოლოდაო... გასაგებია მეც მესმის რომ გვყოლოდა შეიძლება უფრო მეტი შანსი გვქონოდა ანაც არა, არ შეიძლება ასეთი არდანახვა, ეს ბიჭების მიმართ უპატივცემულობაა, თუ რომელიც თავს დადებთ რომ ცქიტიშვილზე მეტად გიყვართ საქართველო, ვაი თქვენს პატრონს, პროსტა მე ვხვდები ცქიტიშვილზე რატომ არიან აჭრილები ნახეთ იგივე ნიკები ("alifasha"- 487 - არ მყავს მხედველობაში)ლიპარტელიანს მონობას ეფიცებიან და ქართული ოცნების და სამინისტროს მისი მინისტრიანად რომ გინებაში არიან, საღოლ მაგარი ყ ვ ერ ები ანი ბიჭები ხართ. ხო შერმადინის გინებაც არ დაგავიწყდეთ

01:14 | 11.09.2013
geogeobasket (512)

ყველას აზრს პატივს ვცემ ყველას თავისი აზრი აქვს უბრალოდ თუ არ მოგეწონა კორექტულად თქვი, რომ აი ამ მოთამაშეს არ წაუვიდა თამაში და ვთვლი სწორად მოიქცა, რომ დასვა და დაასვენა და არა ლანძღვა დაბერდა, აღარაფრად ვარგა, არაფრის ღირსი არაა და ა.შ

20:34 | 10.09.2013
alifasha (505)

თუ კარგად გადახედავთ არავიზე ვარ ჩაციკლული.., და უზრდელადაც არავისთვის არაფერი მითქვამს. არავიზე ვარ აჭრილი. პროსტა როცა უყურებ ერთიდაიგივე ხალხის ერთიდაიგივე კომენტარებს იღლები კაცი.
ცნობისთვის არვის არც ოცნებსთან კავვშირი და არც ვინმე სხვასთან. გავრტყი ყველა პოლიტიკოსს
ერთ ერთ სკოლაში ვმუშაობ და არც ვინმეს ვიცნობ ფედერაციაში და მითუმეტეს მთავრობაში.
ცოტა კორექტულად თუ შეიძლება,
ვაკეთებ ჩემ საქმეს.
უბრალოდ მიყვარს კალათბურთი და რაგბი. ორივეს კარგად ვთამაშობ (მარტო მაგაზე ვპოსტავ)
გავარტყი ფეხბურთს და ქალაჩუნა მოთამაშეებს.
მე ყველას ვაფასებ ჩვენიდან, მათ თავი დადეს.
ნუ კარგავთ ობიექტურბის შეგრძნებას.
ყველაფერი კარგად ჩანს აქ ვინ ვინაა და ვისიანია.
და მოვრჩეთ ამაზე.
არაა უკვე ლამაზი.
ყველას გვიყვარს საქართველო და მისთვის უკეთესი ვინატროთ და არა 1-2 კაცზე გაფეტიშება.
ვენაცვალე ბუს და ვიკას. ეგენი იყვნენ სული და გული. მანუმ ვერ გაქაჩა რადგან ყველა თამაშზე იმენა ხელზე აჯდნენ. სხვებმა მეტ ნაკლებად.
მწვრთნელს რაც შეეხება გაშვებამდე მასზე ბევრად ძლიერი გვანახონ ჯერ და მერე ვილაპარაკოთ

00:57 | 11.09.2013
geogeobasket (512)

თუ ვინმეზე ხდება გაფეტიშება შენი მსგავსი კომენტარების გამო ხდება. ან შენ ან მე ან ვინმეს არ გვაქვს უფლება ამ ბიჭებზე ესე დამამცირებელი და ხმამაღალი განცხადებები ვაკეთოთ. სხვას მიუთითებ კორექტულობისკენ და ჯობია შენც იგივე გააკეთო მითუმეტეს იძახი სკოლასი ვმუშაობო და სპორტში ჩახედული ხარ. ამ ბიჭების ადგილას წარმოიდგინე შენი თავი 15 წელი სისხლს ფსავ ვარჯიშისგან, რომ საქართველო ასახელო ყოველგვარი პირადი გამორჩენის გარეშე შემოდიხარ სპორტულ საიტზე და კითხულობ ვიღაცეები, როგორ გლანძღავენ რომ არაფრად ვარგიხარ და ასე შემდეგ. რა რეაქცია გექნება გულწრფელად მიპასუხე? თუ ძაან გაინტერესებს მაშინ გეტყვი რომ ცქიტიშვილს ვიცნობ როგორც კარგ პიროვნებას არანაირი ნათესაური და ძმაკაცური კავშირები არ მაქვს. დღეს მიდის ცქიტიშვილზე ლაპარაკი ხვალ რომ სხვაზე წავა და ვიცი წავა იმიტომ რომ ეს ბიჭები დაბერდებიან ყველანი და ერთ დღეს როცა ვეღარაფერს გააკეთებენ შენ ან ვინმე სხვა იგივე ლაპარაკს დაიწყებს და მე საპირისპიროს ვიტყვი იმ სხვაზე სანიკიძე იქნება თუ მარკოიშვილი თავისი ფაქტებით. საქართველოს ნაკრებში თუ ვინმე პროფესიონალია პირველი ეს მარკოიშვილია და უკვე დაიწყო მარკოზაზეც უარყოფითი კომენტარები. არასწორია ეს და ეგ მალაპარაკებს სულ რომ 1000 კომენტარი მქონდეს თუ საჭირო გახდება ყველას ერთ პიროვნებაზე დავწერ. ასე რომ ლიჟბი რაღაც ვთქვათ არაა საჭირო ვიღაცას ამაგი დავივიწყოთ, ხაზი გადავუსვათ ყველაფერს და ვლანძღოთ. წელს თუ ნაკრებში დაბრუნდა ისევ ხალხის გამო დაბრუნდა და არა თავისი პირადი ინტერესების გამო ამ ყველაფერს ჯობია ხალხმაც დაუფასოს

17:57 | 10.09.2013
drazen..petrovic (21)

picku materee

17:57 | 10.09.2013
drazen..petrovic (21)

დრაჟენ პეტროვიჩის ნაირი ტალანტი რო დაიბადება საქართველოში აი მერე მოინდომეთ ხოლმე ევროპის საუკეთესო 4 გუნდში შესვლა !!!!

19:03 | 10.09.2013
momo (147)

იცი რომ დრაჟენ პეტროვიჩს ამერიკელებმა ნბაში რო გაიჩითა კალათბურთის მოცარტი დაარქვეს და ნოვაკ ჯოკოვიჩის მაგარი მეგობარი იყო ეხლა ზუსტად არ მახსოვს და რომელიღაცა დიდი ტურნირი მოიგო ნოვაკმა და ესეთი სიტყვები თქვა თან სულ ჭყინტი იყო ნოვაკი ; ეს ღმერთი მომეხმარა ამ გამარჯვების მოპოვებაში დაამ მოგებას ვუძღვნი ჩემ მეგობარ დრაჟენ პეტროვიჩსო: მააშ ეგრე იყო ეგ ამბავი თუ არ ვცდები უიმბლდონზე; პიჩKO თU პიჩკუ მატერი???)))ნახევარზე მეტი აზრზეც არ არის პეტროვიჩი ვინ იყო და რატომ შეარქვეს საკალათბურთო მოცარტი მას ისევე როგორც მეჯიქ ჯონსონი დოქტორ ჯეი აირ ჯორდანი და ა.შ ))))

18:29 | 10.09.2013
ბაბანა თუხთუხაძე (2408)

დრაჟენ პეტროვიჩი ვინღაა სერგეი პეტროვიჩი გამიგია თემურ პეტროვიჩიც გამიგია და აი დრაჟენ პეტროვიჩი ვინღააა ?? DDDDD

17:51 | 10.09.2013
alifasha (505)

უხხ თქვენ გენაცვალეთ გამოძვრნენ ბუნაგიდან და წავიდა კრიტიკა.
თქვე კაი ხალხო. გულზე ხელი დაიდეთ და თქვით დაწყებამდე რისი იმედი გქონდათ???
მე პირადად მეშინოდა რომ ყველა წაგვეგო. ან ჰა ჰა მაქს 1-2 გაგვებრძოლა. დაბრამვდით თუ რაა.
აბა რომელიმე ჩვენნაირ ნაკრებს გამოაკელი 2 აღიარებული ლიდერი, + მოკლე სკამი. რა მოხდება??? პოლონეთი გორტატი მდა ლაპმე. ჩეხეთს ვესელი, სლოვაკეთს დრაგიჩები. რას მივიღებთ???????? გეკითხებით რო აფრქვევთ აქ აზრებს. მუ კარგავთ ობიექტურობას. არ მითხრათ რომელიმე სათადრიგო დაიჩაგრაო. მე წუთების მიხედვით ბარჩევ თამაშს. ეგევე გვენძრეოდა შეცვლების დროს. არაა ჯერ ეს ხალხი ამ დონის. კი გამოცდილება მიიღეს მარა მეტი რა ექნათ.

13:08 | 11.09.2013
zviadi 3 (4)

გეთანხმები 100%-ით ძმობილო. მაგრამ ქართველებს იმიტომ გვაქვს კარგად საქმე,
რომ ობიექტური განსჯის უნარი არ გვაქვს

17:56 | 10.09.2013
sabonis (9584)

ფინეთს ვინ ყავს ფაჩულია შენგელიას დონის?

18:12 | 10.09.2013
alifasha (505)

თუ ჩემი ძმა ხარ. ყველა ტურნიერზეა 1-2 მასეთი გუნდი რომელიც სენსაციებს ახდენს. დანარჩენი ლოგიკურია რაღა ფინეთს მიახტი. სხვებზე ტყუილი დავწერე??? თუ არ მეთანხმები დაწერე უფრო გასაგებად. იგივე ფუნეთს მოაკელი თუნდაც კოპონენი ჰაფი ან რომელიმე. გეკითხები არ დარჩება??? კაი მებრძOლ;ი გუნდი რომელიც ღირსეულად წააგებს თამაშებს. სტატისტიკას გადახედე მაინც

18:30 | 10.09.2013
ბაბანა თუხთუხაძე (2408)

და უკრაინას ?? D

17:35 | 10.09.2013
darispani (1002)

guest2000
მართალი ხარ და იმ ფედერაციას მისი შნირებიც უნდა მიაყოლო

17:26 | 10.09.2013
maxo_65 (5844)

კალათბურთს არ ეხება. გუშინ რა მკვდარი ბურთები აუღია სლოვაკეთის მეკარეს..

18:30 | 10.09.2013
ბაბანა თუხთუხაძე (2408)

და ვინ მოკლა ის საჭყალი ბურთი ? D

16:51 | 10.09.2013
vaxo22 (759)

ფრატელოსნაირი მწვრთნელი გვჭირდება მაგრამ ვინ გვაღირსებს

16:34 | 10.09.2013
guest2000 (38)

მე რა არ მესმის იცით, აქ რომ წერენ სახელმწიფომ, სამინისტრომ და კალათბურთის ფედერაციამ უნდა ითანამშრომლოსო... კარგად გაიხსენეთ რა კომენტარებს წერდნენ ლიპარტელიანის მხარდამჭერები (შნირები) აქ ფორუმებზე ლიპარტელიანი მაგარი კაციაო მიუვარდა ყიფიანს და მაგარი შემოარტყაო, სულ მალე ერთად ირბენთ ტრაწიანი მინისტრთან ერთადო და ა.შ. ერთიანად უნდა გადაყარო სანაგვეზე ეგ ფედერაცია და მერე იქნებ გვეშველოს რამე

16:25 | 10.09.2013
djokooooo (249)

ცინცაძის და სანიკიძის გარდა კველა გასაშვებიაა გუნდიდან

18:30 | 10.09.2013
ბაბანა თუხთუხაძე (2408)

DDDDDDDDDD

16:24 | 10.09.2013
djokooooo (249)

გავცერდით რა არაფერი გვეშველება კალათბურთში სანამ ახალი მოთამაშეები არ მოვლენ არ იციან ეს სპორტი დ ამოკალით თუ გინდათ

20:32 | 10.09.2013
ბაბანა თუხთუხაძე (2408)

რა ახლები ?? ეს თაობა ძალიან ძლიერია ოღონდ მარტო 5-6 ძლიერი გვყავს და იმთი შემცვლელები უძაანმაგრესად ჩამორჩებიან ძირითადებს აი ამის ბრალია რო წავაგეთ იმ ისედაც ცოტა 6 დან 2 ისედაც გვაკლდა და ფაქტიურად 4 კაცზე დადაირა მთელმა თამაშებმა და გადაიღალნენ აშკარად !!

16:13 | 10.09.2013
sabonis (9584)

მართალია ეს კაცი, უფრო მაღალი დონის მწვრტნელია საჭირო, კომბინაცია საერთოდ არ თამაშდებოდა და დავიღლებოდით აბა რა იქნებოდა.

16:13 | 10.09.2013
gamir (30)

როგორ შეიძლება რომ სულ უნდა ვიზრდებიდეთ კალათბურთში, ფეხბურთში და სხვა სპორტის სახეობებში. საბედნიეროდ, რაგბისტებს არ ეხებათ:

16:11 | 10.09.2013
gamir (30)

კოკოშკოვი მხოლოდ იმიტომ არის გასაშვები, რომ საერთო არ აინტერესებს საქართველოს ჩემპიონატის თამაშები და ბრმად ენდობა უსტიაშვილს და ტუღუშს, დავიჯერო ლეჟავაზე ძლიერი კალათბურთელი არ მოიძებნება ჩემპიონატში? უბრალოდ პირად ინტესებს წირავენ ქართულ კალათბურთს.

15:49 | 10.09.2013
vaxo22 (759)

ისე ჯობია პულენს დავუძახოთ ისევ მაგარი 3იანი აქვს

16:16 | 10.09.2013
sabonis (9584)

თავიდან მასე ჯობდა გუნდთან უფრო შეთამაშებული იქნებოდა, ეხლა კი ჰიკმანს უნდა ვაცალოთ სამომავლოთ კარგად შეეწყობა გუნდს. ისე პულენი არა მგონია იგნორის მერე ისევ დაგვთანხმდეს.

15:46 | 10.09.2013
Kala94 (6114)

უახლოეს მომავალში კიდევ გვექნება შანსი დიდი წარმატების მიღწევის ! წარმატებები ჩვენს ბიჭებს !

15:46 | 10.09.2013
selmerm6 (97)

სწორია დერიუგინი მწვრტნელის ამბავზეც და შეცვლებზეც. წინა ევროპაზეც წუთშესვენების არ ქონის თუ არ აღების გამო მიაბარა თამაში და ეხლაც. არის ასეთი რამ სპორტში როდესაც სპორცმენი გრძნობს უნდობლობას მწვრთნელისგან მისი თამაშში ჩართვა ხდება უფრო ძნელად. უკეთესი მწვრთნელები ხშირად ასვენებენ და ცვლიან წამყვან მოთამაშეებს 2-3 წუთიანი დასვენებებით, განსაკუთრებით კალათბურში.

15:42 | 10.09.2013
vaxo22 (759)

კოკოშკოვი უნდა გავუშვათ ნაკრებიდან მან დიდი შრომა გასწია საქართველოში კალათბურთის განვითარებისთვის მაგრამ მეტს ვეღარ აკეთებს გუნდი ტაქტიკურად ყველაზე გაუმართავ კალათბურთს თამაშობდა ევროპაზე ასევე კოკოშკოვმა ვერ შეძლო შემადგენლობის გადასწყობა მოვიყვანოთ ისეთი კაცი მწვთნელად რომელიც ნაკრებს გუნდურ კალათბურთს ათამაშებს და ყველა მოთამაშეს დატვირთავს მოედანზე და რაც მთავარია გუნდს საბრძოლველად განაწყობს ასეთი ფრატელო მეგულება მარა არამგონია უკრაინამ გაუშვას

15:11 | 10.09.2013
geogoli (968)

საზ. მაუწყებლის ხელმძღვანელებს თუ აქვთ ამის სურვილი და შესაძლებლობა აუცილებლად უნდა მოაწყონ განხილვა, მოიწვიონ სტუდიაში პროფესიონალები, შესაძლებელია იყოს ტუღუში ან უსტიაშვილი, ასევე ჟურნალისტები, გააკეთონ თითოეული თამაშის ანალიზი როგორც ეს ნორმალურ ქვეყნებში კეთდება და საქართველოს ნაკრების ყველა მატჩის წინ უნდა გაკეთებულიყო წესით. ეგრეც არაა მთლად როგორც დერიუგინი ამბობს, აშკარად ჩანდა რო ცქიტო არ იყო იმ დონეზე რაც თუნდაც წინა ევრობასკეტის დროს. არც სანაძე და ბურჯანაძე არიან ჯერ-ჯერობით მზად მაღალ დონეზე სათამაშოდ

15:09 | 10.09.2013
levani82 (41682)

ისე უცნაურია ანატოლი, რომ არ წაიყვანა. ეტყობა ცეკვავენ ვარსკვლავების გამო )

22:19 | 10.09.2013
ronaldo9 (267)

ანატოლის ფუნქცია იყო დაცვა, რასაც ფაცაცია აკეთებს უკეთესად

მეტის ნახვა
0.123655