ფეხბურთი

15:01 | 25.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლაი კოსტოვი: “ყენია საუკეთესო იყო და გამიკვირდა, რომ “კარპატიში” მოვიდა”

ლვოვის “კარპატის” ყოფილი მწვრთნელი ნიკოლაი კოსტოვი ლევან ყენიას აქებს. ბულგარელი თავკაცი გაკვირვებულიც იყო, როცა ყენია “კარპატიში” გადავიდა.

აქვე, კოსტოვის ინტერვიუდან (უკრაინულ სპორტ-ექსპრესთან) ამონარიდი. აქედან კარგად ჩანს, როგორ უნდა მიუდგეს მწვრთნელი ინდივიდუალურად ამა თუ იმ ფეხბურთელს.  

- დაასახელეთ გასულ სეზონში “კარპატის” სამი საუკეთესო ფეხბურთელი.

- უპირველესად, ლევან ყენია, მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე ვერ აღიდგინა ფორმა. მეორეზე ესპანელი ლუკასი, აი, მესამეზე კი ბევრი შეიძლება ვთქვა, ასე რომ, ეს ადგილი ვაკანტურად დავტოვოთ.

- უკრაინაში ბევრს გაუკვირდა, თუ რატომ ჩამოვიდა ყენია ლვოვში.

- არც მე ველოდი ყენიას ჩემს გუნდში გამოჩენას. გამიკვირდა. ის თავისი შესაძლებლობების 50-60 პროცენტს ამჟღავნებდა და ეს ნორმალურია, როცა ფეხბურთელს ორ წელიწადზე მეტია, არ უთამაშია. ყენია ხმას იმაღლებდა, როცა კლუბში ადმინისტრაციული პრობლემებით უკმაყოფილო იყო, მაგრამ საკმარისია მინდორზე გასულიყო და ბურთი დაენახა – ყველაფერს ივიწყებდა. ყენია მყისიერად იღებს გადაწყვეტილებებს, მცველები კი გამოცნობას ვერ ახერხებენ.

კარგად ვიცოდი, რომ ვარჯიშებზე 100 პროცენტით ვერ დაიხარჯებოდა, ამიტომაც უფლებას ვაძლევდი, რომ ცალკეული დავალებები არ შეესრულებინა. მასთან განსაკუთრებული მიდგომა იყო საჭირო. საბედნიეროდ, სხვა ფეხბურთელები ამის გამო არ ღიზიანდებოდნენ. მათ ესმოდათ, რომ ყენია სიზარმაცის გამო არ ტოვებდა ფიზიკურ ვარჯიშებსა და კროსებს.

0.117727