ფეხბურთი

13:24 | 27.08.2013 | ნანახია 1434 - ჯერ

NIKE "ინტერის" სპონსორობას გააგრძელებს

 

მილანის "ინტერმა" და სპორტულმა ბრენდმა NIKE-მ ახალი ათწლიანი კონტრაქტი გააფორმეს, რომლის მიხედვითაც მილანური კლუბი 200 მილიონ ევროს მიიღებს.

"ინტერისა" და NIKE-ს თანამშრომლობა გრძელდება. ჩვენ მოხარულები ვართ ახალი ხელშეკრულებით. გარიგება კიდევ უფრო აძლიერებ "ინტერის" პოზიციას და აღნიშნავს, რომ კლუბი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ჩვენ სპორტული ბრენდის რეალიზებას სპეციალურ მაღაზიებში მოვახდენთ. "ინტერს" აქვს მხარდაჭერა და ნათელი, წარმატებული მომავალი". _ აღნიშნულია განცხადება კლუბის ოფიციალურ საიტზე.

 Gazzetta dello Sport-ის ინფომაციით, მხარეებს შორი მოლაპარაკება ხუთი თვის წინ დაიწყო. "ინტერს" წინა ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე სამი წელი ჰქონდა დარჩენილი, თუმცა მხარეებმა ხელშეკრულება მაინც გააფორმეს. ევროტურნირებზე მიღწეული წარმატების მიხედვით, კლუბი დამატებით ბონუსებსაც მიიღებს.

გიორგი ბალახაძე

 

თეგებიnikeმილანის

კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:26 | 27.08.2013
ბაბუ (11760)

გუშინ ვუყურებდი ფიორე კატანიას, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ იტალიელებს მაგარი გემოვნება აქვთ,კატანიას ფორმამ გამაოცა.
ეს ინტერის ძალიან მაგარია მაგრამ მე გირჩევთ მაგათ თეთრ ფორმას კარგად დაუკვირდეთ.

14:30 | 27.08.2013
Torres9 (12692)

დღისა და ღამის გუნდიო თუ როგორ?!D

13:33 | 27.08.2013
GOVEN (4940)

ინტერმა კარგად დაიწყო! მაცარი იმედია გააძლიერებს! ისე რა მიკვირს. რა ბანძ გუნდებს აცვიათ ნაიკი, პუმა, ადიდასი და ზოგი რა მაგარი გუნდი თამაშობს რაღაც მაძანგალა ფორმებით, მაგალითად ლივერპული, ვალენსია, ტოტენჰემი! რა ანდერ არმორ და რა ჯომა?!

13:30 | 27.08.2013
El Fenomeno (2082)

აუუ რა გუნდი იყო ინტერი და რა გუნდია ახლა რა ჯენოა კიევოს დონეზეა ჩამოსული ((

13:30 | 27.08.2013
SHANSO. (3080)

ყველაზე მეტად ინტერის ეს ფორმა მევასება აიი ძალიან მაგრად მევასება რა

0.123602