ფეხბურთი

16:38 | 29.07.2013 | ნანახია 2247 - ჯერ

ნიკა სანდოხაძე: “ევროპის ჩემპიონატზე მიღებული გამოცდილება, გამოგვადგება”

ევროპის 2013 წლის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის ვერდაძლევის მიუხედავად, საქართველოს 19 წლამდე ნაკრების ცენტრალურმა მცველმა ნიკა სანდოხაძემ, უეფას ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში განაცხადა, რომ ქართული ფეხბურთის მომავალს ნათელ ფერებში ხედავს.

თავდაპირველად, ქუთაისის “ტორპედოს” მცველი თურქებთან ჩატარებულ ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს შეეხო:

“თამაში ძალიან კარგად დავიწყეთ და დავწინაურდით. ყველაფერს ვაკეთებდით, რაც მწვრთნელმა მატჩამდე დაგვავალა, მაგრამ სამწუხაროდ, თურქებს საპასუხო გოლი გავატანინეთ და ყველაფერი წყალს გავატანეთ. ვგრძნობდით, რომ თურქებთან სათამაშოდ მზად ვიყავით. ვიცოდით, რომ მეტოქე ასი პროცენტით დაიხარჯებოდა, რათა ორი თამაშის წაგების შემდეგ, გაემარჯვა. განვლილი თამაში თურქებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და საბოლოოდ, კიდეც გაიმარჯვეს”.

ნახევარფინაში გასასვლელად, ბოლო შეხვედრაში, გარდა იმისა, რომ საქართველოს თურქები უნდა დაემარცხებინა, ფრანგებს სერბებთან უნდა წაეგოთ. სანდოხაძის თქმით, პარალელურად მიმდინარე დაპირისპირებაში განვითარებულ მოვლენებზე, მათ ყველაფერი იცოდნენ, რადგან თამაშს თვალს დისკვალიფიცირებული ბაჩანა არაბული ადევნებდა.

“იმ მატჩის მსვლელობის შესახებ ყველაფერი ვიცოდით, რადგან გუნდის დისკვალიფიცირებული კაპიტანი ბაჩანა არაბული, მას თვალს ტრიბუნიდან ადევნებდა. ამის მიუხედავად, ჩვენთვის თურქებთან შეხვედრა ძალზე მნიშვნელოვანი იყო”.

სანდოხაძის განცხადებით, სამ მატჩში ერთი ქულის აღების მიუხედავად, ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობით ბედნიერია, რადგან ბევრი სასარგებლო რამ გაიგო:

“ჩვენთვის, ევროპის საუკეთესო 8 გუნდში ყოფნა უდიდესი მიღწევაა. საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში, 19 წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად მოხვდა და ქვეყნისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, ტურნირზე მიღებული გამოცდილება მომავალში გამოგვადგება. იმედია, ეს გამოცდილება 21 წლამდე ნაკრებში და შესაძლოა, ეროვნულ გუნდში მოხვედრის შემთხვევაშიც გამოგვადგეს”.


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:19 | 30.07.2013
tengoroma (4673)

20:29 | 29.07.2013
gio juve italia (41)

კაია ბიჭებო ადრე ელიტ რაუნდსაც ვერ ლახავდნენ ეხლა ევროპაზეც გავდივართ მერე ალბატ ჯუგუფიდან და ასე მივაღწევთ სანუკვარ მიზანს კაი ბიჭები ხართ წინ დიდი წარმატებები გელით

20:25 | 29.07.2013
guja_kakhadze (959)

გამოცდილება + ტიტანური შრომა და მართლაც ნათელი ფერები გამოჩნდება!

18:29 | 29.07.2013
სავაშა__ (6590)

ჰო ჰო კარგით რა კომენტარებია, რა კარგად გამოსვლაზე ლაპარაკობ 8 საუკეთესოში მოხვდნენ , უნდა მოეგოთ მაინც და მაინც ეს ტურნირი ედრენამატ? იქამდე კი გაიძახოდით ჩვენი მომავალი ესენი არიანო , ხტფუი კაროჩე რაა.. !!!!!!!!!!!

18:22 | 29.07.2013
ჩიჩარიტო (18039)

ეგ მაშინ იქნებოდა სათქმელი ევროპაზე კარგად რო გამოსულიყვნენ

17:47 | 29.07.2013
critic (495)

stripslashes((strlen('http://gefc.ge/main/860-bbbbbb-bbbbbbbbye-bbbbbbbbbbb.html')>0?'http://gefc.ge/main/860-bbbbbb-bbbbbbbbye-bbbbbbbbbbb.html':'http://gefc.ge/main/860-bbbbbb-bbbbbbbbye-bbbbbbbbbbb.html')) - რიანა:" რონალდო გეია და ამასდავამტკიცებ"

16:56 | 29.07.2013
mushni (93569)

ტორპედო გავარდება სამწუხაროდ..

19:46 | 29.07.2013
bernabeu07 (1086)

სად გავარდება ტორპედო

20:02 | 29.07.2013
mushni (93569)

ჩემპიონატიდან ძმა...

16:42 | 29.07.2013
Buratino (3505)

მართალი ხარ, ნიკუშ!

16:42 | 29.07.2013
gancxadeba.do.am (52)

[bstripslashes((strlen('http://gancxadeba.do.am/news/administ_39_ratsiis_gantskhadeba/2013-07-24-1#.UfZiE9I3Cvs')>0?']http://gancxadeba.do.am/news/administ_39_ratsiis_gantskhadeba/2013-07-24-1#.UfZiE9I3Cvs':']http://gancxadeba.do.am/news/administ_39_ratsiis_gantskhadeba/2013-07-24-1#.UfZiE9I3Cvs'))

0.06481