ფეხბურთი

15:48 | 31.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა გელაშვილი: “გატანა უნდა გავაგრძელო”

აგდამის “ყარაბაღის” ქართველმა ლეგიონერმა ნიკა გელაშვილმა ინტერნეტპორტალ azerisport.com-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისთვის მწვრთნელის ნდობა მნიშვნელოვანია და შეეცდება აზერბაიჯანში უფრო მეტი გოლი გაიტანოს.

- ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, “ყარაბაღის” რიგებში კვლავ გაიტანეთ. ამისთვის 8 ტური დაგჭირდათ.

- ლენქორანში სტუმრად ჩატარებული თამაში ჩვენთვის პრემიერლიგაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. მთავარია, რომ გავიმარჯვეთ. მიხარია, რომ გუნდს დავეხმარე. ჩემთვის ამ ფაქტს დადებითად მივიჩნევ.  

- სხვათა შორის, ბოლო გოლიც “ხაზარ –ლენქორანის” კარში გქონდათ გატანილი.

- ორი გოლი, სწორედ ამ გუნდს გავუტანე. თუმცა, ამაზე შეჩერებას არ ვაპირებ. გატანა უნდა გავაგრძელო და სასურველია სხვა გუნდების კარიც ავიღო.

- მიმდინარე სეზონში დაბალი შედეგიანობის გამო პრესაში არცთუ იაშვიათად გაკრიტიკებენ. აზერბაიჯანულ პრესას თვალს ადევნებთ?

- შეძლებისდაგვარად. კრიტიკას ნორმალურად აღვიქვამ. რადგან მაკრიტიკებენ ე.ი. ამის საბაბი არის.

- გელაშვილის ბომბარდირულ თვისებებზე მორიგი კითხვის შემდეგ, “ყარაბაღის” მთავარმა მწვრთნელმა გურბან გურბანოვმა, ლამის უბრძანა ჟურნალისტებს, რომ მეორედ მისთვის ეს კითხვა აღარ დაესვათ.

- მწვრთნელი მენდობა და ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია. მისი ნდობა თავდაჯერებას მმატებს. ისღა დამრჩენია, რომ იმედები გავამართლო. რა თქმა უნდა, მეც მინდა, რომ უფრო ხშირად გავიტანო, მაგრამ ყოველთვის ისე არ გამოდის როგორც გინდა. 

- “გაბალასთან” გასამართ მატჩზე რას იტყვით?

- ჩემთვის ეს მატჩი ამ სეზონში ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან უშუალო კონკურენტს ვეთამაშებით. თუ “გაბალას” დავამარცხებთ, მაშინ ჩვენს შორის სხვაობას ხუთ ქულამდე გავზრდით.

- და “ყარაბაღი” ნანატრ ჩემპიონობას მიუახლოვდება?

- არა. სხვაობა სოლიდური იქნება, მაგრამ სეზონი ჯერ წინაა. გარდა ამისა, “ნეფთჩიც” არსებობს.

- მომავალ “დიდ მატჩზე” რას ფიქრობთ?

- გულწრფელად გითხრათ, “ნეფთჩისა” და “ხაზარ-ლენქორანის” თამაშზე არ მიფიქრია. მე წინ ჩემი მნიშვნელოვანი თამაში მელის. თუმცა, “ნეფთჩი” – “ხაზარ-ლენქორანსაც” ვუყურებ.

- ალბათ, “ხაზარ-ლენქორანს” უგულშემატკივრებთ?

- მე “ყარაბაღის” გაამრჯვებას ვუქომაგებ “გაბალასთან”, ხოლო “ნეფთჩი” როგორ ითამაშებს ნაკლებად მნიშვნელოვანია.

 

0.122372