ნიკა ძალამიძემ თებერვლის შემდეგ პირველად ივარჯიშა – მართალია, ეს მსუბუქი ინდივიდუალური ვარჯიში იყო, მაგრამ სასიამოვნოა, რომ მინდორზე გუნდთან ერთად ყოფნის საშუალება მიეცა. ძალამიძემ სარეაბილიტაციო კურსი სრულად უნდა გაიაროს და სავარაუდოდ, 2 თვე კიდევ ვერ ითამაშებს.
21 წლის ქართველმა შემტევმა თებერვალში “იაგელონიას” ვარჯიშზე მიიღო მძიმე ტრავმა: მუხლის მყესები გაიწყვიტა და ოპერაცია გაუკეთეს. შესაბამისად, ნიკას ჩემპიონატის მეორე წრე გაუცდა, მანამდე კი, გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად ითვლებოდა და როგორც თავად უთხრა “მსოფლიო სპორტს”, მის მიმართ გერმანული “ვოლფსბურგიც” იყო დაინტერესებული.