ფეხბურთი

18:14 | 3.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა ჭანტურია გზაგასაყარზე: “ჯერ არ ვიცი, სად ვითამაშებ”

18 წლის ქართველი ცენტრალური მცველი ნიკა ჭანტურია, ამჟამად თბილისშია და ზეგ დაიწყებს ვარჯიშს. ჭანტურიამ 19 წლამდელთა გასულ ევროპის ჩემპიონატზე სამივე მატჩი ჩაატარა, თუმცა ერთი არასრულად – თურქეთთან შეცვალეს, რისი მიზეზიც ტრავმა იყო:

“ორთაბრძოლისას იდაყვი ჩამარტყეს და თავზე სამი ნაკერი დამადეს”, – უთხრა “მსოფლიოს სპორტს” ნიკამ. 

სად გააგრძელებს კარიერას ჭანტურია, ჯერ უცნობია. 1 აგვისტოს, ქუთაისის “ტორპედოსთან” კონტრაქტი დაუმთავრდა.

“ალბათ, უახლოეს 10 დღეში გაირკვევა ყველაფერი. წინასწარ ვერაფერს გეტყვით. არა იმიტომ, რომ რამეს ვმალავ. უბრალოდ, ჯერ აზრი არ აქვს”.

ჭანტურიას ლიტვაში გამართულ 19 წლამდელთა მატჩებზეც ვკითხეთ:

-       უკვე იმდენი ითქვა და დაიწერა, რომ ახალს ვერაფერს დავამატებ... სამწუხაროა, რომ ჯგუფიდან ვერ გავედით. როგორც გვინდოდა, ყველაფერი ისე არ მოხდა. თავადაც ნახეთ, ფინალური წყვილი ჩვენი ჯგუფიდან გასულებმა შეადგინეს და სერბეთი ჩემპიონი გახდა.

-       არ ელოდით სერბეთის ჩემპიონობას?

-       სანამ ჩემპიონატი დაიწყებოდა, ნამდვილად არ ველოდი, ფინალში კი 50/50-ზე იყო. სერბებმა დამსახურებულად მოიგეს ჩემპიონატი.

-       ფიზიკურად ხომ არ გაგიჭირდათ? რაც უნდა იყოს, თქვენ, დვალი და ზარანდია სხვებზე უმცროსები იყავით.

-       ასაკის გამო არ გაგვჭირვებია, თუმცა ფიზიკაში იყო სხვაობა. ჩვენ საფრანგეთს დიდი ძალები შევალიეთ და სერბეთთან, ეტყობა, ამან იმოქმედა.


0.117889