ფეხბურთი

13:26 | 30.11.2012 | ნანახია NaN - ჯერ

ნიკა ახვლედიანი “ტორპედოში” ჩაირიცხა

17 წლის მარჯვენა ნახევარმცველი ნიკა ახვლედიანი ქუთაისის „ტორპედოში“ ითამაშებს. ამის შესახებ ქუთაისური საფეხბურთო კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.  
ფეხბურთელი აქამდე ზუგდიდურ გუნდში ირიცხებოდა და უმაღლეს ლიგაში დებიუტი 2010-2011 წლების სეზონში 16 წლის ასაკში ჰქონდა, თუმცა მაშინდელ „ბაიაში“ იშვიათად ეძლეოდა თავის გამოჩენის შანსი.
ახვლედიანი საქართველო 17-წლამდელთა ნაკრების ყოფილი ფეხბურთელია. მან ხსენებული გუნდის შემადგენლობაში 8 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.
ყაზახეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე („პრეზიდენტის თასი“), სადაც საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებიც მონაწილეობდა, ის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
აღსანიშნავია, რომ ნიკა ვეტერანი ქართველი ფეხბურთელის ბადრი ახვლედიანის შვილია, რომელიც ქუთაისის „ტორპედოში“, რამდენიმე სეზონის განმავლობაში თამაშობდა. მას ეროვნული ნაკრების მაისურიც მოურგია.
 


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:27 | 06.02.2014
BVB-DEUTSCHLAND (1436)

ეს კაცი ორ წელს უმაღლეს დონეზე კიდე ითამაშებს

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.066686