საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა 72-ე ეროვნული ჩემპიონატის ერთპიროვნულმა ლიდერმა საერთაშორისო ოსტატმა გაიოზ ნიგალიძემ 21 ივნისს გამართულ მე-9 ტურში კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შესანიშნავ ფორმაში იმყოფება და ლიდერის პოზიცია დამსახურებულად უკავია. ამჯერად, გაიოზმა საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო მოჭადრაკეს, ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონსა და ეროვნული ნაკრების წევრ მერაბ გაგუნაშვილს მოუგო და ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნა. აღსანიშნავია, რომ ეს ნიგალიძის ზედიზედ მე-5 გამარჯვებაა.
მე-9 ტურის პარტიებიდან ასევე დიდ ინტერესს იწვევდა მეორე ადგილზე მყოფი ლუკა პაიჭაძის თამაში, რომელიც შავებით დავით მაღალაშვილს ხვდებოდა. ლუკამ უაღრესად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და ლიდერს კვლავ ნახევარი ქულით ჩამორჩება.
ზედიზედ მე-9 შეხვედრა წააგო ფრიდონ ყალაგაშვილმა, რომელიც ამჯერად ბოლოსწინა ადგილზე მყოფ დავით ზარქუას ეთამაშებოდა. ყალაგაშვილი ეროვნულ ჩემპიონატში გამოთავისუფლებული ადგილის გამო ჩაება და შესაბამისად, ასპარეზობას სათანადოდ მომზადებული ვერ შეხვდა. მოულოდნელია ზარქუას ცუდი თამაში, რომელიც ქვეყნის ექს-ჩემპიონია და საპრიზო ადგილიც აქვს დაკავებული.
მე-9 ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები:
ლომსაძე-ყუფარაძე 0:1
ნიგალიძე-გაგუნაშვილი 1:0
ყალაგაშვილი-ზარქუა 0:1
ჯოჯუა-ფანცულაია 1:0
მაღალაშვილი-პაიჭაძე 0:1
შანავა-მჭედლიშვილი 0,5:0,5
სატურნირო მდგომარეობა 9 ტურის შემდეგ:
I – ნიგალიძე 7,5 ქულა
II – პაიჭაძე 7,0
III-IV – შანავა, ჯოჯუა 6,0-6,0
V-VI - მჭედლიშვილი, ყუფარაძე 5,5-5,5
VII – გაგუნაშვილი 5,0
VIII – ფანცულაია 4,5
IX – მაღალაშვილი 3,0
X – ლომსაძე 2,5
XI – ზარქუა 1,5
XII – ყალაგაშვილი 0
მე-10 ტურის შეხვედრათა განრიგი:
ყუფარაძე-მჭედლიშვილი
პაიჭაძე-შანავა
ფანცულაია-მაღალაშვილი
ზარქუა-ჯოჯუა
გაგუნაშვილი-ყალაგაშვილი
ლომსაძე-ნიგალიძე