საფრანგეთის ლიგა ერთში 5-მატჩიან წაუგებელ სერიას „მარსელმა“ ზედიზედ 2 მარცხი მოაყოლა. „პარი სენ ჟერმენის“ შემდეგ, ჟოზე ანიგოს გუნდი უქულოდ „ნიცასთან“ დარჩა, რომელსაც უკანასკნელ 4 შეხვედრაში მხოლოდ 1 ქულა ჰქონდა აღებული.
„ველოდრომზე“ გამართული მატჩის ერთადერთი გოლი 66-ე წუთზე გავიდა. ვალენტინ ეისერიკმა საჯარიმო დარტყმა შეასრულა, ხოლო ცოცხალ კედელში მყოფმა ფეხბურთელებმა ახტომა იუარეს და „ნიცას“ 3 ქულის აღების საშუალება მისცეს.
მარსელი-ნიცა 0:1 (0:0)
მარსელი, “ველოდრომი”
მარსელი (4-1-3-2): მანდანდა, ფანი, ნ’კულუ, მენდესი, მორელი (მენდი 84), შეირუ (იმბულა ვანგა 70), რომაო, ვალბუენა, ა. აიუ (კალიფა 44), პაიე, ტოვინი.
მწვრთნელი: ჟოზე ანიგო.
ნიცა (4-2-3-1): ოსპინა, პუელი, ჟენევუა, ბოდმე, ამავი, მენდი, აბრიელი, პიე (ბრულსი 46), ეისერიკი (რაფეტრანიაინა 90+1), ბოტეკი, სვიტანიჩი (მოპეი 83).
მწვრთნელი: კლოდ პუელი.
გოლი: 0:1 ეისერიკი (66).
გაფრთხილებები: ტოვინი 23, კალიფა 70 - ამავი 29.
მსაჯი: ლორან დუამელი.
ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 15 (6)-5 (2), კუთხური: 3-3, თამაშგარე: 1-4, სეივი: 1-6, ჯარიმა: 19-11.