ფეხბურთი

1:47 | 11.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნიანგის სადებიუტო გოლმა „მონაკოს“ ქულა აკმარა

საფრანგეთის ჩემპიონატის 2014 წლის პირველი მატჩი „მონპელიესა“ და „მონაკოს“ შორის ქულების გაყოფით დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კლაუდიო რანიერის გუნდმა ლიდერ პსჟ-სთან მინიმუმ ერთი დღით გათანაბრების შანსი ხელიდან გაუშვა.

მონპელიეში გამართული მატჩის პირველ ტაიმში გოლი არ გასულა. ანგარიში მე-2 ნახევრის დაწყებიდან მალევე გაიხსნა, როდესაც კურზავამ როდრიგესის ჩაწოდებას ზუსტი თავური მოაყოლა.

მიმდინარეობდა 66-ე წუთი, როდესაც სტუმართა კაპიტანმა, ერიკ აბიდალმა, საკუთარ საჯარიმოში, მეტოქე წააქცია, რასაც თერთმეტმეტრიანის დანიშვნა მოჰყვა. სტანდარტის შესასრულებლად მ’ბაიე ნიანგი მივიდა, რომელიც „მონპელიეს“ მაისურით სადებიუტო შეხვედრას ატარებდა. 19 წლის თავდამსხმელმა თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან ცუდად დაარტყა, მაგრამ დამატებაზე თავადვე ივარგა და გუნდს ქულა მოუტანა.

 

მონპელიე-მონაკო 1:1 (0:0)

მონპელიე, “ლა მოსონი” 15476

მონპელიე (4-1-2-3): ჟურდრენი, დეპლანი, ილტონი, ელ კაუტარი, კონგრი, სტამბული, მარვო (ტიენე 61), სანსონი, კაბელა, ნიანგი (მონტანიო 74), მუნიე (კამარა 60)

მწვრთნელი: როლან კურბისი

მონაკო (4-1-2-3): სუბასიჩი, რაგი, კარვალიო, აბიდალი, კურზავა, ტულალანი, ობადი (ფერეირა 72), მოუტინიო, რივიერი (ოკამოსი 81), როდრიგესი, ფალკაო

მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი

გოლები: 0:1 კურზავა (52), 1:1 ნიანგი (68)

გაფუჭებული თერთმეტმეტრიანი: ნიანგი 68

გაფრთხილებები: მუნიე 37 - ფალკაო 30, ობადი 46, აბიდალი 66, ტულალანი 88

მსაჯი: ამაური დელერუ

ბურთის ფლობა: 43%-57%, დარტყმა: 9 (5)-8 (4), კუთხური: 4-3, თამაშგარე: 1-2, სეივი: 3-4, ჯარიმა: 14-18.

0.127228