სხვა

20:08 | 25.01.2011 | ნანახია [] - ჯერ

"ნიამორი" სეზონს ბილიარდით გახსნის

ფესტივალი “ნიამორი”, საქართველოში მომუშავე ჟურნალისტებს სიახლეს სთავაზობს. უთოვლო ზამთარმა, მედიის ტრადიციული სამთო-სათხილამურო ტურნირი დროებით გადასწია და ახალი იდეა გააჩინა – 29 იანვარს, საბილიარდო “უნივერსში” ქართული ტელევიზიების, რადიოებისა და პრესის წარმომადგენლები შეიკრიბებიან და გუნდურ და ინდივიდუალურ პირველობებში გამარჯვებულებს გამოავლენენ. ტურნირი წლის განმავლობაში 12-ჯერ ჩატარდება და ყოველი თვის ბოლო ან მესამე შაბათს გაიმართება ხოლმე. ამავდროულად, შედგება საერთო რეიტინგი და მე-12 ტურნირის შემდეგ, სეზონის საუკეთესო გუნდი გამოვლინდება.
“ნიამორის” ხელმძღვანელის, თამარ ჯიშკარიანის თქმით, ახლო მომავალში, მსგავსი ტურნირების ჩატარება ბოულინგსა და კლდეზე ცოცვაშიც იგეგმება. ტრადიციული სამთო-სათხილამურო შეჯიბრი კი, სავარაუდოდ მარტში, ბაკურიანში ან გუდაურში გაიმართება.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.159358