ძიუდო

10:06 | 24.02.2010 | ნანახია [] - ჯერ

ნესტორ ხერგიანი ძიუდოს სამბოთი ჩაანაცვლებს

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ყველაზე გამოცდილი წევრი ნესტორ ხერგიანი კარიერის სამბოში გაგრძელებას აპირებს. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე უხვტიტულა ძიუდოისტი გადაწყვეტილების შესახებ უკვე ნაკრების მთავარ მწვრთნელსაც ესაუბრა. “მსოფლიო სპორტმა” კი საინტერესო ინფორმაცია, სწორედ ამირან ტოტიკაშვილისგან შეიტყო.
“ნესტორმა სეზონის დასაწყისში 66 კილოგრამში სცადა დამკვიდრება, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია. ახლახან კი მშობლიურ წონას დაუბრუნდა და იქაც წარუმატებლად. დიუსელდორფის დიდი პრიზის შემდეგ მან მითხრა, რომ ახალი წესების გამო თავს ძველებურად კომფორტულად ვეღარ გრძნობს და ამიტომ, დროებით სამბოზე გადართვას გეგმავს. თუმცა იქვე დასძინა, თუ საჭირო ვიქნები, მსობუქ წონაში, ნაკრების ახალგაზრდა კანდიდატებს მაქსიმალურად დავეხმარებიო. ეს მისი მხრიდან ძალიან სასიამოვნო და პატივსაცემი ჟესტია. ნესტორ ხერგიანი ხომ ბოლოდროინდელი ქართული ძიუდოს ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

ოთარ მაღლაკელიძე


 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089207