სამხრეთ აფრიკის PSL-ის (უმაღლესი ლიგა) მე-2 ტურში, “ბიდვესთ ვითსმა”, სადაც გიორგი ნერგაძე გამოდის, “პრეტორიას” უმასპინძლა და ვერ მოუგო – 1:1. ქართველმა ნახევარმცველმა, რომელიც “ვითსს” სეზონის დაწყებამდე “მოროკა სვალოუვსიდან” შეუერთდა, წინა ტურის მსგავსად შეუცვლელად ითამაშა. მის გუნდს 4 ქულა აქვს და ჯერჯერობით 16-გუნდიან სატურნირო ცხრილს ლიდერობს.
ესტონეთის თასის 1/16-ფინალში, “ფლორამ”, რომლის ღირსებას ზაქარია ბეგლარიშვილი იცავს, შინ ქვდალიგელ “კოსეს” 13:0 მოუგო. ქართველი შემტევი ნახევარმცველი 18-კაციან განაცხადში არ იმყოფებოდა.