ფეხბურთი

14:05 | 20.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნერგაძემ მიმდინარე სეზონში პირველად გაიტანა

 

გიორგი ნერგაძემ მიმდინარე სეზონში სამხრეთ აფრიკის PSL-ში (უმაღლესი ლიგა) პირველი გოლი გაიტანა.

მე-20 ტურში, “მოროკა სვალოუვსი” შინ “სუპერსპორტთან” 1:2 დამარცხდა და მასპინძლებიდან მე-3 წუთზე ანგარიში ქართველმა ნახევარმცველმა გახსნა. განვლილი მატჩი, ნერგაძესთვის ამ სეზონში მეთექვსმეტე იყო.

კვიპროსის თასის 1/4-ფინალის პირველ მატჩში, არადიპოუს “ერმისი”, სადაც ლევან მაღრაძე ირიცხება, სტუმრად ლარნაკას აეკ-ს დაუზავდა – 0:0.

36 წლის ქართველი ფეხბურთელი “ერმისის” სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. მაღრაძის გუნდი საპასუხო მატჩს 12 მარტს ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11774