ფეხბურთი

13:04 | 19.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნერგაძე “მოროკაში” სტაბილურია

 

სამხრეთ აფრიკის საფეხბურთო  PSL-ის 24-ე ტურის დასკვნით მატჩში, “მოროკა სვალოუვსმა”, რომლის ღირსებასაც გიორგი ნერგაძე იცავს, საკუთარ მოედანზე “გოლდენ ეროუზს” 1:0 აჯობა.

ქართველი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. ნერგაძე “მოროკას” ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა და თუ ტრავმირებული ან დისკვალიფიცირებული არაა, სტაბილურად თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან 21 მატჩი ჩაატარა, აქედან 20 სასტარტოში და ერთი გოლი გაიტანა.

“მოროკას” 27 ქულა აქვს და 16 გუნდში მე-12 ადგილზეა. 

0.119627