ფეხბურთი

17:03 | 6.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნერგაძე “ბიდვესტ ვიტსს” შეუერთდა

გიორგი ნერგაძე სამხრეთ აფრიკაში დარჩა, თუმცა კლუბი შეიცვალა: “მოროკა სვალოუსიდან” გადავიდა “ბიდვესტ ვიტსში”, რომელმაც გასულ სეზონში მესამე ადგილი დაიკავა.

ნერგაძე 2010 წლის დასაწყისში თბილისის “დინამოდან” გადავიდა “მოროკა სვალოუსში”, სადაც 103 მატჩში 7 გოლი გაიტანა. მან სამხრეთ აფრიკის თასი მოიგო და ფინალიც გოლი გაიტანა.

ამ ზაფხულს დიდი ალბათობა იყო, რომ ნერგაძე “დინამოში” დაბრუნებულიყო, თუმცა როგორც ჩანს, მოლაპარაკება წარმატებით ვერ დასრულდა. “ბიდვესტ ვიტსის” გარდა, გიორგი სხვა სამხრეთაფრიკულ გუნდებსაც სურდათ, თუმცა ქართველმა ნახევარმცველმა თქვა:

“ბიდვესტ ვიტსი” იოჰანესბურგში თამაშობს. მე კი ამ ქალაქს შევეჩვიე “მოროკა სვალოუსში” თამაშის დროს. სწორედ ამან განაპირობა, რომ ბიდვესტში გადმოვედი”.

0.114812