ყატარული “ალ-გარაფას” ბრაზილიელი შემტევი ნენე არ მალავს, რომ მას “პარი სენ ჟერმენში” დაბრუნების სურვილი აქვს.
32 წლის სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელი პსჟ-ში 2010-13 წლებში თამაშობდა. ამ დროის განმავლობაში ლიგა ერთში ჩატარებულ 79 მატჩში მან 36 გოლი გაიტანა, თუმცა ზლატან იბრაჰიმოვიჩის ყიდვის შემდეგ, პარიზელებმა ნენეს გუნდიდან გაშვება გადაწყვიტეს.
“რა თქმა უნდა, პსჟ-ში დაბრუნება მინდა. ასეთი შანსი რომ მომეცეს, მას ხელიდან არ გავუშვებ.
პსჟ-ში გატარებული წლები ჩემს კარიერაში საუკეთესოა. არ ვიცი, რას ფიქრობს ამ საკითხზე კლუბის ხელმძღვანელობა, მაგრამ პარიზში დაბრუნებით მოხარული ვიქნებოდი.” – ციტირებს ნენეს სიტყვებს RMC.