საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ექსკაპიტანმა გიორგი ნემსაძემ, “მსოფლიო სპორტთან” საუბარში დაადასტურა, რომ ბოლნისის “სიონის” ხელმძღვანელობა მთავარი მწვრთნელის პოსტს სთავაზობს. თუმცა, დასძინა, რომ ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.
გიორგი ნემსაძე: “რეალურია, რომ “სიონის” მთავარი მწვრთნელი გავხდე, მაგრამ ჩემზეა დამოკიდებული რას გადავწყვეტ. კლუბის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკება მაქვს და პასუხს დღე-დღეზე ვეტყვი. დავფიქრდები, რადგან დაჩქარებული პასუხის გაცემა არ მინდა. ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი. ყველაფერი შეიძლება მოხდეს – დადებითი პასუხიც გავცე და უარყოფითიც”.
ნემსაძე, რომელიც თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატია, საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრებში გოჩა ტყებუჩავას ასისტენტია. რომან ფიფიას “დინამოში” მისვლის შემდეგ, ის კლუბში სპორტულ დირექტორად მუშაობდა, მაგრამ შარშან თანამდებობა დატოვა.