კალათბურთი

11:30 | 28.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნეიტ რობინსონის საქმენი საგმირონი და სამმაგ ოვერტაიმში მოგებული მატჩი

ITED CENTER-ში "ჩიკაგო ბულზმა" და "ბრუკლინ ნეთსმა" პლეიოფის პირველი რაუნდის მეოთხე მატჩში ნამდვილი შოუ დადგეს და კიდევ ერთხელ აღაფრთოვანეს მაყურებელი. გუშინდელი შეხვედრა თამამად შეგვიძლია შევრაცხოთ წლის საუკეთესო მატჩად, რადგან 3 ოვერტაიამიან დაპირისპირებაში დამსწრე პუბლიკამ აბსოლიტურად ყველაფერი იხილა, რის გამოც უყვარს კიდეც კაალთბურთი: სწრაფი კონტრშეტევები, პოზიციური კალათბურთი, უშეღავათო ბრძოლა, ჩხუბი, დაძაბულობა და ბოლო წამზე ჩაგდებული ანგარიშის გამთანაბრებელი ტყორცნები. ეს მარათონული მატჩი, რომლის ხანგრძლივობამ თითქმის  4 საათს უწია საბოლოოდ მასპინძელთა სასარგებლოდ დასრულდა 142:134 - "ჩიკაგო" სერიაში 3:1 დაწინაურდა.

მეოთხე მეოთხედის დასრულებამდე 4 წუთზე ნაკლები რჩებოდა, "ბრუკლინი" კი დამაჯერებლად - 14 ქულიანი სხვაობით ამარცხებდა მეტოქეს 109:95. სწორედ ამ მომენტში აფეთქდა "ზამბარებიანი კაცი" - ნეიტ რობინსონი, რომელმაც ზედიზედ 10 ქულა უთავაზა მეტოქეს და თამაშში ინტრიგა დააბრუნა, უკანასკნელ წამებზე  ჯერ  ბუზერმა ჩააგდო, ბოლოს ნოამ და "ჩიკაგომ" თითქმის შეუძლებელი შეძლო - შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანა 109:109.

პირველ დამატებითი ხუთწუთეულში "ჩიკაგომ" შეინარჩუნა მოპოვებული ფსიქოლოგიური უპირატესობა და მედგრად შეუტია მეტოქეს. ამჯერად "ბულზი გახლდათ მოგებასთან ძალზედ ახლოს, როდესაც ნეიტმა კიდევ ერთი გმირობა ჩაიდინა - საფინალო სირენამდე 2 წამით ადრე "გიჟური" ორქულიანი ჩააგდო და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა 121:119. პი ჯეი კარლესიმომ მორიგი ტაიმაუტი აიღო, სტუმრებმა მეტოქის ნახევარზე შემოიტანეს ბურთი, რომელსაც ჯო ჯონსონი დაუეფლა და საშუალო დისტანციიდან ანგარიშის გამთანაბრებელი ტყორცნა "ჩააკალათა" 121:121.

მეორე ოვერტაიმში მასპინძლები ისევ წინ გახლდნენ ანგარიშში, თუმცა ამჯერად დერონ უილიამსი არ აძლევდა "ჩიკაგოს" ანგარიშში წინ გაქცევის საშუალებას. ბრუკ ლოპესმა საჯარიმო ხაზიდან ზუსტად ისროლა და კიდევ ერთი ფრე დააფიქსირა 127:127. სათამაშო 48 წამზე მეტი რჩებოდა, თუმცა ვერცერთი გუნდის კალათბურთელებმა ვერ გამოიყენეს ეს შანსი და მატჩი მესამე ოვერტაიმში გადავიდა.

მესამე დამატებულ ხუთწუთეულს "ჩიკაგოც" და "ბრუკლინიც" შეთხელებული შემადგენლობებით შეხვდნენ, რადგან მოჭარბებული ფოლების გამო მატჩი ნაადრევად დაასრულეს ჟოაკიმ ნოამ, ნეიტ რობინსონმა, ჯერალდ ვოლესმა, რეჯი ევანსმა და ტაჯ გიბსნომა. მასპინძლებმა უკანასკნელი ძალები მოიკრიბეს და გადამწყვეტი შტურმი მოაწყვეს, კარლოს ბუზერმა, ნაზრ მოჰამედმა და ჯიმი ბატლერმა უმნიშვნელოვანესი ბურთები ჩააგდეს და საბოლოო გამარჯვება მოუტანეს საკუთარ გუნდს 142:134.

შეხვედრის გმირი 175 სანტიმეტრის სიმაღლის ნეიტ რობინსონი გახდა, რომელმაც 28 წუთში 34 ქულა დააგროვა და ლომის წვლილი დაიდო "ჩიკაგოს წარმატებაში. სტუმართა რიგებში კი დერონ უილიამსი გამოირჩა, რომლის მონაგარიც ორმაგი დუბლი გახლდათ - 32 ქულა და 10 შედეგიანი პასი. "ჩიკაგო" სერიაში 3:1 დაწინაურდა და ერთი მოგებაღა აშორებს აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალს.

"მემფის გრიზლიმ" საკუთარ არენაზე მეორე მატჩიც მოუგო "კლიპერსს" და სერიაში წონასწორობა აღადგინა 2:2. თანაბარ ბრძოლაში მიმდინარე სამი მეოთხედის შემდეგ "გრიზლის" კალათბურთელებმა "ბოლომდე" აიწყვიტეს. მარკ გასოლის და ზაკ რენდოლფის "სუპერ დუეტმა" სრული კონტროლი დააწესა მეტოქის სამწამიან ზონაში რაც საბოლოოდ გადამწყვეტიც გამოდგა 104:83. "პანდას" და ესპანელის საერთო ჯამურმა მონაგარმა 48 ქულა, 22 მოხსნა, 6 შედეგიანი პასი და 4 დაფარება შეადგინა.

"ატლანტა ჰოუქსმა" მეტოქის ტერიტორიაზე უშანსოდ წაგებული ორი მატჩის შემდეგ, საკუთარ Phillips Arena-ზე ნამდვილი განკითხვის დღე მოუწყო "ინდიანას" და 21 ქულიანი სხვაობით გაანადგურა 90:69.

"ქორებმა" მთელი მატჩი ძალზედ დამაჯერებლად ჩაატარეს და მცირე შანსიც კი არ დაუტოვებით მეტოქისთვის. აღსანიშნავია მასპინძელთა შესრულებით ბრწყინვალე გუნდური დაცვა, რისი გადალახვაც "პეისერსს" ძალიან უჭირდა. მატჩის გმირი დომინიკელი ელ ჰორფორდი გახდა, რომელიც თავგანწირვით იბრძოდა და საბოლოოდ სოლიდური ორმაგი დუბლითაც დახურა  შეხვედრა 26 ქულა, 16 მოხსნა (6 მეტოქის ფარზე), 2 ჩაჭრა, 2 დაფარება და 1 შედეგიანი პასი. სერიაში ანგარიში 1:2 გახდა და თუ "ატლანტა" მეორე საშინაო მატჩსაც მოუგებს "ინდიანას" მაშინ ინტრიგა დიდი დოზით დაბრუნდება.

რას ვესტბრუკის გარეშე დარჩენილმა "ოკლაჰომამ" წვალებით მოიგო ტეხასში "ჰიუსტონთან" 104:101 და სერიაში ანგარიში 3:0 გახადა თავის სასარგებლოდ.

"თანდერმა" პირველივე წუთებიდანვე მოიპოვა უპირატესობა და მატჩის პირველ ნახევარში 26 ქულიანი სხვაობითაც გახლდათ წინ, თუმცა მეორე ტაიმში ჯეიმს ჰარდენის და ჩენდლერ პარსონსის ბრწყინვალე გარჯის შედეგად "ჰიუსტონმა" მატჩი ნელ ნელა დაქაჩა და უკანასკნელი მეოთხედის ბოლო წუთებზე სახიფათო დისტანციაზე მიუახლოვდა მეტოქეს. კარლოს დელფინოს ქონდა შანსი ოვერტაიმში გადაესროლა მატჩი, თუმცა მისმა ნატყორცნმა სამქულიანმა მიზანს არ უწია.

MVP "ოკლაჰომას" ლიდერი კევინ დურანტი გახდა, რომელმაც მთელი მატჩის განმავლობასი დააწიოკა "როკეტსის" დაცვა და ერთბაშად 41 ქულა უთავაზა.

 

ჩიკაგო - ბრუკლინი 142:134 (25:26, 33:29, 18:29, 35:27, 10:10, 6:6, 15:7)

ჩიკაგო: ჰაინრიხი (18+14პ), ბატლერი (16), ნოა (15+13მ), ბუზერი (21), დენგი (15); მოჰამედი (9), რობინსონი (34), გიბსონი (10), ბელინელი (4)

ბრუკლინი: უილიამსი (32+10პ), ჯონსონი (22), ლოპესი (26+11მ), ევანსი (15+13მ), ვოლესი (17); ბლაჩI (13), ვოტსონი (9), ჰამფრიზი, სტეკჰაუსი, ბრუქსი

 

მემფისი - კლიპერსი 104:83 (33:25, 13:22, 25:20, 33:16)

მემფისი: კონლი (15+13პ), ალენი (10), გასოლი (24+13მ), რენდოლფი (24), პრინსი (15); ბეილისი, პოინდექსტერი (10), არტური (4), დევისი, როტენი (2), ლეური, დაიე

კლიპერსი: პოლი (19), ბილაფსი, ჯორდანი (2), გრიფინი (19), ბატლერი; კროუფორდი (12), ჰოლინსი (5), ბარნსი (6), ოდომი (5), ბლედსოუ (9), ტურიაფი (4), გრინი (2)

 

ატლანტა - ინდიანა 90:69 (27:14, 27:16, 21:19, 15:20)

ატლანტა: ტიგი (13), ჰარისი (8), პეტრო (6), ჰორფორდი (26+16მ), სმიტი (14); ჯონსონი (7), კორვერი (6), ტოლივერი (7), მაკი, ჯენკინსი, ჯონსი, ჯონსი, სკოტი (3)

ინდიანა: ჰილი (3), სტივენსონი (4), ჰიბერტი (8), ვესტი (18), ჯორჯი (16); გრინი (10), ტ.ჰენსბრო (6), პენდერგრაფი, ოგუსტინი (1), ჯონსონი (1), მაინმი (2)

 

ჰიუსტონი - ოკლაჰომა 101:104 (19:39, 27:30, 27:14, 25:24)

ჰიუსტონი: ბევერლი (6), ლინი (2), აშიკი (5), პარსონსი (21), ჰარდენი (30); დელფინო (11), ჯონსი (4), გარსია (18), ბრუქსი (4)

ოკლაჰომა: ჯექსონი (14), სეფალოშა (3), პერკინსი (2), იბაკა (17+11მ), დურანტი (41+14მ); ფიშერი (9), მარტინი (12), კოლისონი (6), ლიგინსი

0.167669