ფეხბურთი

15:38 | 22.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარმა, შესაძლოა სეზონის სტარტი გამოტოვოს

 

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელმა ნეიმარმა, ხუთშაბათს "ბლაუგრანას" ვარჯიშზე კოჭის მცირე ტრავმა მიიღო და შესაძლოა, "ელჩესთან" სეზონის პირველი მატჩი გამოტოვოს.

"ბარსელონამ" ნეიმარის ტრავმა ოფიციალურად დაადასტურა და გავრცელებული ინფორმაციით, ბრაზილიელის ვარჯიშის განახლება, სარეაბილიტაციო კურზე იქნება დამოკიდებული.

მოგეხსენებათ, ბრაზილიაში გამართულ მუნდიალზე ნეიმარმა მძიმე ტრავმა მიიღო და მოედანს 18 აგვისტოს, გამპერის თასზე "ლეონის" წინააღმდეგ, დუბლით დაუბრუნდა.

კვირას, "კამპ ნოუზე" კატალონიელები "ელჩეს" დაუპირისპირდებიან. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

გიორგი ბალახაძე

თეგებინეიმარი
0.129229