ბრაზილიური “სანტოსის” ვარსკვლავმა ნეიმარმა განაცხადა, რომ მიუნხენის “ბაიერნში” გადაბარგებას არ გეგმავს. გერმანული გამოცემა Kicker-ი თავდამსხმელს სამშობლოში დაუკავშირდა, მაგრამ არცთუ სასიამოვნო პასუხი მიიღო:
“არა, არა, დანტესთან “ბაიერნში” გადასვლასთან დაკავშირებით ნამდვილად არ მისაუბრია”, - განაცხადა ბრაზილიელმა.
სანაკრებო პაუზის დროს, “ბაიერნის” მცველი დანტე ნეიმართან ერთად იმყოფებოდა და როგორც ჟურნალისტები ამბობენ, ერთმანეთთან საკმაოდ ახლო ურთიერთობა ჰქონდათ. აქედან გამომდინარე, გერმანიაში მაშინვე დაიწყეს საუბარი ნეიმარის “ბაიერნში” შესაძლო ტრანსფერზე.