კატალონიის “ბარსელონას” ფორვარდი ნეიმარი ფეხბურთის ისტორიაში პირველია, ვინც უეფას ჩემპიონთა ლიგასა და ლიბერტადორესის თასზე ჰეთ-თრიქი აქვს შესრულებული.
ნეიმარმა ლიბერტადორესის თასზე ჰეთ-თრიქი “ინტერნასიონალს” შეუსრულა. “სანტოსის” ყოფილმა თავდამსხმელმა ეს 2012 წლის 7 მარტს შეძლო.
მოგეხსენებათ, უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ ტურში, “ბარსელონამ” გლაზგოს “სელტიკი” გაანადგურა (6:1), ნეიმარმა კი, შოტლანდიელთა კარი 3-ჯერ დალაშქრა.