ფეხბურთი

2:39 | 25.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარის პირველი გოლი პრიმერაში

ესპანეთის პრიმერა დივიზიონში მე-6 ტურის მატჩები გაიმართა. როგორც მოსალოდნელი იყო, "ბარსელონამ" და "ატლეტიკომ" კვლავ 100%-იანი შედეგი შეინარჩუნეს.

"კამპ ნოუზე" გამართულ შეხვედრაში, "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგის მონაწილე "სოსიედადი" საკმაოდ იოლად დაამარცხა და ჩემპიონატში ზედიზედ მეექვსე შეხვედრა მოიგო. პრიმერაში პირველი გოლი გაიტანა ნეიმარმა. ბრაზილიელმა შეხვედრაში ანგარიში მე-5 წუთზე გახსნა, მე-8 წუთზე კი, ლიონელ მესის გაატანინა. 23-ე წუთზე ბუსკეტსმა მასპინძლები სამი ბურთით დააწინაურა და გამარჯვებულის ვინაობა აშკარა გახადა. სტუმრებმა, კერძოდ დე ლა ბელიამ, 64-ე წუთზე პრესტიჟის გოლი გატანა მოახერხა. 77-ე წუთზე კი ბარტრამაც მოახერხა "სოსიედადის" კარის დალაშქვრა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა _ 4:1.

"ბარსელონას" მსგავსად, 100%-იან შედეგს ინარჩუნებს მადრიდის "ატლეტიკოც". "ოსასუნასთან" მატჩში, დიეგო კოშტამ მე-18 და 25-ე წუთებზე დუბლით გამოიჩინა თავი. სტუმართა თავდამსხმელმა რიერამ, 42-ე წუთზე ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხა. მეორე ტაიმში "ატლეტიკო” ბევრს უტევდა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხა და მატჩი 2:1 დამთავრდა.

ბერნარდ შუსტერის გაწვრთნილმა "მალაგამ" პრიმერაში მეორე გამარჯვებას შინ, "ალმერიასთან" მატჩში მიაღწია. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ არგენტინელმა ტისონემ 68-ე წუთზე მასპინძლები დააწინაურა. მატჩის დამატებულ პირველ წუთზე კი, ესპანელმა პორტილიომ საბოლოო ანგარიში, 2:0 დააფიქსირა.  

ვალენსიაში "ლევანტესა" და "ვალიადოლიდს შორის გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. შეხვედრაში ანგარიში დიავარამ 36 წუთზე გახსნა, ხოლო 6 წუთში, სტუმართა ფორვარდმა გუერამ ანგარიში გაათანაბრა. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე, მასპინძლებს ბერგდიხმა საჩუქარი უბოძა, ივანშიცს კი თერთმეტმეტრიანი ზუსტად რომ გამოიყენებინა, "ლევანტე" მიმდინარე სეზონში მეორე გამარჯვებას მოიპოვებდა. მეორე ტაიმში მასპინძლებმა კაცნაკლულ სტუმრებს ვერაფერი მოუხერხეს და "ვალიადოლიდმა" ვალენსიიდან ერთი ქულის წამოიღება შეძლო.

 

ბარსელონა. "კამპ ნოუ". 70 066 

ბარსელონა _ სოსიედადი 4:1 (3:0) 

ბარსელონა: ვალდესი, ადრიანო, მასკერანო (ბარტრა 35), პიკე, ალვესი, ინიესტა, ბუსკეტსი, ხავი, ნეიმარი (პედრო 74), მესი (რობერტო), სანჩესი. 

მწვრთნელი: ხერარდ(ტატა) მარტინო 

სოსიედადი: ბრავო, ესტრადა (ანსოტეგი 46), კადამურო, მარტინესი, დე ლა ბელია, ბერგარა, როსი (პარდო 77), სანგალი, პრიეტო (აგირეხე 21), გრიეზმანი, სეფეროვიჩი. 

მწვრთნელი: ხარობა არასატე 

გოლი: 1:0 ნეიმარი (5), 2:0 მესი (8), 3:0 ბუსკეტსი (23), 3:1 დე ლა ბელია (64), 4:1 ბარტრა (77) 

გაფრთხილება: აგირეხე (55). 

ბურთის ფლობა: 71%_29% კარში დარტყმა: 23 (9) _ 9 (5) კუთხური: 6 _ 1 თამაშგარე: 3 _ 0 სეივი: 4 _ 5 ჯარიმა: 6 _ 12

 

ვალენსია. "სიუდად დე ვალენსია". 15 000 

ლევანტე _ ვალიადოლიდი 1:1 (1:1) 

ლევანტე: ნავასი, ხუანფრანი, ნავარო, ვინტრა, ლელი, დიოპი, პინტო, ხუმეტრა, რუბენი (რიოსი 68), ივანშიცი (ბარალი 56), დიავარა (ნონგი 74). 

მწვრთნელი: ხოაკინ კაპაროსი 

ვალიადოლიდი: მარინო, რუკავინა, რუედა, ბერგდიხი, პენა, ბარახა, სასტრე, ებერტი, ოსორიო (როსი 57), სუარესი (ვალდეტი 58), გუერა (მანუჩო 71). 

მწვრთნელი: ხუან იგნასიო მარტინესი 

გოლი: 1:0 დიავარა (36), 1:1 გუერა (42). 

45-ე წუთზე ივანშიცმა პენალტი ვერ გამოიყენა 

გაფრთხილება: რუბენი (21), დიოპი (86) _ გუერა (22), ებერტი (47), ვალდეტი (82) ბარახა (90+2).

გაძევება: ბერგდიხი (44) 

ბურთის ფლობა: 56%_44% კარში დარტყმა: 23 (4) _ 4 (2) კუთხური: 7 _ 0 თამაშგარე: 1 _ 0 სეივი: 1 _ 3 ჯარიმა: 13 _ 13

 

მალაგა. "ლა როსალედა". 20 533 

მალაგა _ ალმერია 2:0 (0:0) 

მალაგა: კაბალიერო, ანტუნესი, ანგელერი, სანჩესი, გამეზი, დარდერი, ტისონე, ანდერსონი (კამაჩო 81), პორტილიო, დუდა (ელისეუ 85), ელ ჰამდაოუი (სანტა კრუზი 74).  

მწვრთნელი: ბერნარდ შუსტერი 

ალმერია: ესტებანი, ნელსონი, პელერანო, ტრუხილიო, დუბარბიერი, ვიდალი, ტებარი (კორონა 74), სორიანო (დიაზი 73), ვერზა, სუსო (ბარბოსა 65), რიოსი. 

მწვრთნელი: ფრანცისკო როდრიგესი 

გოლი: 1:0 ტისონე (68), 2:0 პორტილიო (90+2). 

გაფრთხილება: დუბარბიერი (66) _ სანჩესი (84)

ბურთის ფლობა: 50%_50% კარში დარტყმა: 16 (7) _ 7 (2) კუთხური: 9 _ 5 თამაშგარე: 2 _ 7 სეივი: 2 _ 5 ჯარიმა: 12 _ 13

 

მადრიდი. "ვისენტე კალდერონი". 43 000 

ატლეტიკო _ ოსასუნა 2:1 (2:1) 

ატლეტიკო: კურტოისი, ინსუა, გოდინი, მირანდა, ხუანფრანი, ტიაგო, სუარესი (გაბი 46), თურანი, კარილიო (ვილია 63), კოკე (როდრიგესი 77), კოშტა. 

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე 

ოსასუნა: ფერნანდესი, ბერტრანი, ლოტიესი, არიბასი, დამია, პუნალი (ნუნეზი 68), სილვა, არმენტეროსი, ლოე (ლოლო 82), სისი, რიერა (ონვუ 77). 

მწვრთნელი: ხავიერ გრაცია 

გოლი: 1:0 კოშტა (18), 2:0 კოშტა (25), 2:1 რიერა (42) 

გაფრთხილება: სუარესი (42), ხუანფრანი (70), ტიაგო (87) _ ლოლო (88) 

ბურთის ფლობა: 70%_30% კარში დარტყმა: 13 (4) _ 7 (1) კუთხური: 11 _ 2 თამაშგარე: 4 _ 0 სეივი: 0 _ 2 ჯარიმა: 11 _ 14

 

გიორგი ბალახაძე

მალაგა   1 - 0    ლევანტე

შემადგენლობა

მოვლენები

რეალი   3 - 1    ესპანიოლი

შემადგენლობა

მოვლენები

ბარსელონა   1 - 1    ატლეტიკო

შემადგენლობა

მოვლენები

ვალენსია   2 - 1    სელტა

შემადგენლობა

მოვლენები

სოსიედადი   1 - 2    ვილიარეალი

შემადგენლობა

მოვლენები

რაიო   1 - 2    ხეტაფე

შემადგენლობა

მოვლენები

ალმერია   0 - 0    ბილბაო

შემადგენლობა

მოვლენები

ვალიადოლიდი   0 - 1    გრანადა

შემადგენლობა

მოვლენები

ოსასუნა   2 - 1    ბეტისი

შემადგენლობა

მოვლენები

სევილია   3 - 1    ელჩე

შემადგენლობა

მოვლენები

სტატისტიკა
0.431498