ბრაზილიელი ამომავალი ვარსკვლავის, ნეიმარის მამა და აგენტი ნეიმარ და სილვა უფროსი ადასტურებს, რომ მას, შვილის ტრანსფერის თაობაზე, “ბარსელონასა” და “რეალის” წარმომადგენლეთან შეხვედრები ჰქონდა.
“ბარსელონას” და “რეალის” წარმომადგენლებს ვესაუბრე, თუმცა კონკრეტულად გამოკვეთილი ჯერ არაფერია.” – ციტირებს ნეიმარის მამის სიტყვებს Lance.